მკურნალობა ხალხური მედიცინით


ოროვანდი – მკურნალი

ოროვანდის ფესვები გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ. გთავაზოთ რეცეპტებს:
1. 1ს/კ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. 1 საათი გააჩერეთ თავდახურული. ნაყენი გამოიყენეთ საფენებისთვის, კომპრესებისა და გამოსავლებად.
2. 2ს/კ დაქუცმაცებული ფესვები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
3. სირსველის, ჩირქოვანი იარების, წყლულების, ფურუნკულის, მასტიტის, ეგზემისა და პოდაგრის დროს – ოროვანდის დასრესილი ფოთლები ქვედა მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.
4. ფიბრომიომისა და საშვილოსნოს მიომის დროს – 2ს/კ გამხმარ ოროვანდის ფოთლებს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი 4-ჯერ დღეში.
5. ქუსლების წანაზარდებზე (“დეზებზე”) დაიდეთ ოროვანდის ფოთლები და მჭიდროდ შეიხვიეთ, ჩაიცვით წინდა, ერთი დღე-ღამის შემდეგ ახალი კომპრესი გაიკეთეთ. საჭიროა 5 პროცედურა.


ლეღვი მედიცინაში

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, თბილი.
ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის დროს ორ ჭიქა რძეში წამოადუღეთ ლეღვის 6 ცალი ნაყოფი (ადუღეთ, ვიდრე რძეს მესამედი არ დააკლდება). მიღებული ნახარში შეათბეთ და შესვით ყლუპ-ყლუპად, დღეში რამდენჯერმე, მეოთხედი ჭიქის ოდენობით.
შეკრულობის დროს რეკომენდებულია დილით, უზმოზე, ზეითუნის ზეთში დამბალი ლეღვის რამდენიმე ნაყოფის მიღება.
კოჟრების დასარბილებლად და გასაქრობად ფეხები ცხელ აბაზანაში დაილბეთ და კარგად გაიმშრალეთ, დაიდეთ ზედ ლეღვის ორად გაჭრილი ნაყოფი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.
ფურუნკულების გასახსნელად და ჩირქოვანი ჭრილობების გასაწმენდ-მოსაშუშებლად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე ორთქლში დამბალი და ფაფასავით გაქნილი ლეღვის ნაყოფის საფენების დაწყობა.


შინდი მედიცინაში

შინდი (როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა) სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდის ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) დროს.
ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღოთ, ცხელ-ცხელი გადაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით. მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 8 საათი აჩერებენ და დღეში ორჯერ 100 მლ-ს სვამენ.
შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო, შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.
შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი,


ცაცხვით მკურნალობა

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.
ყვავილები შეიცავენ პოლიფენოლების (ფლავონოიდებს), ლორწოვან ნივთიერებებს და მცირე რაოდენობით – ეთეროვან ზეთს, არომატულ მჟავებსა და ტანინს.
ხალხური მედიცინით – ცაცხვის ყვავილის ჩაი რეკომენდებულია როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ნახარში ასუფთავებს ფილტვებს ნახველისაგან. ცაცხვის ქერქითა და ყვავილედით დამზადებულ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი თვისება. იყენებენ ანთებითი დაავადებებისა და ანგინის დროს პირში გამოსავლებად, გრიპისა და გაცივების დროს.
ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს:
4 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ. სვით 1/2 ჩ/ჭ თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში.
ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას:
1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და სვით 100-150 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.
დღის განმავლობაში, დაზიანებული კანი რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს ყვავილედის ნახარშით. ცაცხვის ხის დაფქული ქერქი ან მისი ექსტრაქტი წმენდს ორგანიზმს, ღვიძლის უკმარისობისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს ასტიმულირებს სეკრეციას და ნაღვლის გამოყოფას.


ალუბალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა

ალუბლის ახლად მოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას; ასევე, B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, ფოლის მჟავას, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმსა და იოდს.
ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, მაგრამ, ვიტამინებისა და ორგანული მჟავების შემცველობით შედარებით ღარიბია, თუმცა, გლუკოზისა და პექტინების შემცველობით – გაცილებით მდიდარი.
ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ. რკინის, მანგანუმის, C ვიტამინისა და ფოლის მჟავის შემცველობის გამო ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვების და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
ალუბლის წვენი კი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ინფექციური დაავადებების დროს, რეკომენდებულია, მივიღოთ, როგორც ანტიმიკრობული საშუალება.
ბლისა და ალუბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ასევე კარგად კლავს წყურვილის გრძნობას.
ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ადამიანი წონაში იკლებს.
მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პურინული ცვლის მოსაწესრიგებლად და პოდაგრის დროს. უმადობის დროს კი, შეგიძლიათ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ, ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის, ასევე, გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს. ის აყუჩებს ტკივილს და ამცირებს შეშუპებას და ანთებას.


ხალხური მედიცინის რეცეპტები

ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად:
3-7 გრამი ატმის გამხმარი თესლი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ვადუღოთ. გავაგრილოთ და გავწუროთ. მივიღოთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტროენტერიტის დროს:
1 სუფრის კოვზი დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 250 მლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ვადუღოთ წყლის აბაზანაზე, დავაყენოთ 1,5-2 საათით და გავწუროთ ორფა დოლბანდში. მივიღოთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
საფაღარათო (კუჭში გამხსნელი) და შარდმდენი ეფექტისათვის:
3-4 გ ატმის ხმელი ყვავილი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთს ვადუღოთ წყლის აბაზანაზე, გავაცივოთ (2 საათის განმავლობაში) და გავწუროთ ორფა დოლბანდში. მივიღოთ 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.


ოხრახუში ორგანიზმს წმენდს

ოხრახუში, თავისი უნიკალური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სამკურნალო მცენარე. ის ეხმარება სისხლის შედედებას; მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.
შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის შემდეგ შეისვენეთ და 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
ჰემოგლობინის ასამაღლებლად საჭიროა ოხრახუშის ქორფა ფოთლებისა და ფესვების მიღება. ის მოქმედებს, როგორც უებარი საშუალება.
ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ. მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.
200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას. ასევე, ისეთი ინფექციური დაავადებებისას, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.
თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.


სახსრების ტკივილს კალანჰოეს ნაყენი დაგიამებთ

კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს წვენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მის სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს დადებითი ეფექტი აქვს. ასეთ ექსტრაქტს დიფუზიურობა ახასიათებს, ანუ ქსოვილებში გაიწოვება და მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვრცელდება სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, ასევე, თვით სახსრის სტრუქტურებზეც.
კალანჰოეს ნაყენი შემდეგი წესით მზადდება: წვრილად დაჭერით მისი ფოთლები, ჩაყარეთ ლიტრიან ბოთლში ნახევრამდე. ბოთლი აავსეთ სპირტით ან არყით და დადგით ბნელ ადგილას, დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ სახსრების დასაზელად. ეს ნაყენი სახსრების ტკივილის დროს უებარია.
მკურნალობის კურსი 3 თვეა. ნაყენი ყოველ საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ.


შტოშის წვენი გაციების დროს

შტოშის წვენი კარგია გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. მას აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი. შტოში ამაღლებს იმუნიტეტს.
აურიეთ ერთმანეთში 1 კგ კენკრა, დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი. ნარევი 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე და ქილებში გადაიღეთ. ყოველ დილით მიიღეთ თითო სუფრის კოვზი და დააყოლეთ თბილი წყალი.
შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები ვარიკოზის დროს მის მიღებას გვირჩევენ. შტოშისა და ჭარხლის  წვენის ნარევი მაღალი წნევის შემთხვევაში დაგეხმარებათ.
შტოშს, როგორც ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის სამკურნალოდ. ცოცხალი კენკრა და მისი წვენი, ასევე – სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას. შტოში ასევე სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.


სახსრების ტკივილს კალანჰოეს ნაყენი დაგიამებთ

კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს წვენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მის სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს დადებითი ეფექტი აქვს. ასეთ ექსტრაქტს დიფუზიურობა ახასიათებს, ანუ ქსოვილებში გაიწოვება და მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვრცელდება სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, ასევე, თვით სახსრის სტრუქტურებზეც.
კალანჰოეს ნაყენი შემდეგი წესით მზადდება: წვრილად დაჭერით მისი ფოთლები, ჩაყარეთ ლიტრიან ბოთლში ნახევრამდე. ბოთლი აავსეთ სპირტით ან არყით და დადგით ბნელ ადგილას, დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ სახსრების დასაზელად. ეს ნაყენი სახსრების ტკივილის დროს უებარია.
მკურნალობის კურსი 3 თვეა. ნაყენი ყოველ საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ.


წიწმატურა მედიცინაში

წიწმატურა აჩერებს სისხლიან ხველას და სისხლდენას. სასარგებლოა ნაწლავების წყლულის დროს, რადგან გააჩნია დამამშვიდებელი თვისება. წიწმატურა დადებთ თვისებებს ავლენს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენებისას, ასევე, ოყნის სახითაც.
კუჭი ანთებისას, რეკომენდებულია მტკივანი ორგანოს არეზე წიწმატურას ფოთლების დადება. შინაგანად მიღებული წიწმატურას ფოთლები შველის კუჭის დაავადებებს, რომლებსაც კუჭშეკრულობა ახლავს. თუ წიწმატურას ფოთლებს ახალ ჭრილობაზე დაიდებთ, უფრო სწრაფად შეხორცდება.
წიწმატურა შველის სიმსიმვნის, წყლულის, ჩირქგროვის დროს. ნედლ ფოთლებს გააჩნია დამამშვიდებელი და ტივილგამაყუჩებელი თვისება, სხვადასხვა ანთებების დროს. უნდა აღინიშნოს, რომ წიწმატურა მავნებელია ფილტვებისათვის. ამის გამოსწორება შეიძლება ლეღვის მიღებით.


ჭარხლით მკურნალობა

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს.
ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს.
ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას.
ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადაადგილებისდა კვალად) აბსორბირდება (შეიწოვება და იბოჭება) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისთვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება.
დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ – ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის.
თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობა მცირე დოზით (1 ჩაის კოვზით) დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. კარგია ასევე 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის რეგულარული მიღება სადილად. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.


ვირისტერფა

ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში.
იზრდება ტენიან თიხნარ ნიადაგზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, გზისა და ხევის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე, დამშრალი ჭაობების ადგილას. სამკურნალოდ ვარგისია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.
ფოთლების ნაყენი: აიღეთ 5 გ (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.


ხალხური მედიცინა გირჩევთ

1) თუ უძილობა გაწუხებთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამის გამხმარი თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და ისე მიირთვით. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 2 სადილის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1/2 ჭიქა.
2) თუ თავის ტკივილები გაგიხშირდათ, კამის ნაყოფის ნაყენი უნდა სვათ: ერთ სადილის კოვზ ხმელ კამას უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენოთ 15 წუთს და გადაწუროთ, კარგად გამოწუ-როთ ბალახი. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ცივი.
3) ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ კამის 1 ჩაის კოვზი მწიფე გამომშრალი ნაყოფი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ.


ხველებას შველის

ხველებას ბევრი მიზეზი იწვევს, პირველ რიგში – გაცივება და ალერგიული დაავადებები. მაგრამ ზოგჯერ შეტევითი ცხელების პროვოცირებას ახდენს ძლიერი სტრესი ან აღელვება.
ჩვენი წინაპრები ხველებას შველოდნენ სხვადასხვა ბალახითა და მცენარის ნაყოფით.
ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი ამშვიდებს ყელს, წმენდს მას ლორწოსგან, შველის თავის ტკივილსაც, რომელიც ხველებას თან სდევს. ინჰალაციისთვის – ცხელ წყალს დაამატეთ ევკალიპტის ზეთის რამდენიმე წვეთი. ისუნთქეთ და შვებას იგრძნობთ.
ვირისტერფას ნაყენს აქვს ამოსახველებელი ეფექტი და შველის ყელის ტკივილს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 15 წუთი და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ.
შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ბოლოკისა და სტაფილოს წვენი და რძე და მიიღეთ თითო ს/კ 6-ჯერ დღეში.
შავი ბოლოკი ამოღრუტნეთ, ჩაასხით შიგ თაფლი და კუდით მოათავსეთ წყლიან ჭიქაში. გამოყოფილი წვენი (თითო ჩ/კ დღეში 4-6-ჯერ) დალიეთ. შემდეგ ხელახლა ჩაასხით თაფლი.
სურო იოდის, საპონინებისა და გლიკოზიდების წყალობით არა მარტო საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა, არამედ ხელს უშლის ხველების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას.
ყურძენი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც. 1 ჭიქა ყურძნის წვენს დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ. წვენი გამოდევნის ორგანიზმიდან ნახველს.
50 გ ფიჭვის წიწვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გ ქაფქაფა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და დალიეთ. C ვიტამინით მდიდარი წიწვის ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა ცივ ამინდში.


პოლ-პალა მიჩნეულია უნიკალურ სამკურნალო მცენარედ

პოლ-პალა მიჩნეულია უნიკალურ სამკურნალო მცენარედ. პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენია, თირკმლებში შლის კენჭებსა და გამოდევნის ორგანიზმიდან, ამ დროს თირკმლები სწრაფად და უმტკივნეულოდ იწმინდება და იწყებს ნორმალურ მუშაობას.
პოლ-პალას ოდითგანვე იყენებენ პოდაგრის, პოლიართრიტის და სპონდოლიზის, პროსტატიტის სამკურნალოდ. როგორც მარილების გამომდევნი და ანთებსაწინააღმდეგო საშუალება – რეკომენდებულია პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ცისტიტისა და ურეთრიტის სამკურნალოდ.
ეს უნიკალური მცენარე კურნავს ღვიძლს, კუჭს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას, ფიბრომიომების გაწოვას, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აქვეითებს სისხლის შედედების ფუნქციას, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. პოლ-პალა მდიდარია გულის კუნთებისთვის აუცილებელი ელემენტით – კალიუმით.
გარდა ამისა, ეს მცენარე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, რეკომენდებულია ბრონქიტისა და ტრაქეიტის, გაცივების დროს. პოლ-პალას ნახარშში დასველებული საფენები შველის ფურუნკულებსა და კანის ჩირქოვან გამონაყარს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლ-პალას უკუჩვენება არა აქვს, სასურველია, მკურნალობის დაწყებამდე მიმართოთ მკურნალ ფიტოთერაპევტს.
გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს:
1ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გააგრილეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე – საწრუპავი მილით, რათა კბილების მინანქარი არ დაზიანდეს. მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ალკოჰოლი, ცხარე და მჟავე საკვები. მკურნალობის კურსია – 10-20 დღე. შეისვენეთ 6 თვე და ისევ გაიმეორეთ.


სიმინდის ულვაში – შარდკენჭოვანი დაავადებების წამალი

სიმინდის ულვაში ნედლ მდგომარეობაში ოქროსფერ-ყვითელია. ის ტაროს მარცვლებს რძისებრი სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოვაცილოთ. ნედლელული უნდა გავშალოთ თხელ ფენად და გავაშროთ ჩრდილში. მისი შენახვა შეიძლება მშრალ ადგილას, მხოლო ხუთ-ექვს თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება.
სიმინდის ულვაში ცხიმს, ცე, კა ვიტამინს, საპონინებს და სხვა შეიცავს. იხმარება, როგორც შარდმდენი სასუალება, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
ნაყენის მოსამზადებლად, 1 ჩაის კოვზ დაჭრილ სიმინდის ულვაშს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, წამოვადუღოთ, გავწუროთ და ვსვათ სისტემეტურად, როგორც ჩაი, დღეში 4-6-ჯერ, თითო სუფრის კოვზი. შარდის გამოყოფა ბევრად გაძლიერდება.
სიმინდის ულვაშის გარდა, იყენებენ სიმინდის მარცვლებიდან მიღებულ ზეთს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით კარგია ზეთის დამატება საჭმელში, განსაკუთრებით სალათებისთვის.


ხველის დროს ვაშლის კანისა და კომშის ნაყენი უებარია

თუ ხველამ შეგაწუხათ, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კანიანად გახეხილი ვაშლი, ხახვი და თაფლი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ;მოადუღეთ ვაშლის კანის ნახარში და სვით მთელი დღის განმავლობაში;ხველებას სწრაფად აწყნარებს შავი ბოლოკის წვენი, დამტკბარი შაქრით. სვით თითო სადილის კოვზი, ყოველ საათში ერთხელ.შეურიეთ ბოლოკის ან სტაფილოს წვენი თაფლიან რძეს (1:1), მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 7-8-ჯერ.
თუ ხველა არ გაძინებთ, საღამოს, ძილის წინ, დალიეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი 3 წვეთი იოდის ხსნარი.
ასევე, ხველას შეგიჩერებთ კომშის ნახარში: დაჭერით კომში კანიანად. მოხარშეთ და დაატკბეთ. სვით მთელი დღის განმავლობაში.


პიტნა – როგორც მკურნალი

პიტნას სამკურნალოდ დღესაც აქტიურად იყენებენ. ეს სურნელოვანი მცენარე შეიცავს ბევრ ფიტონციდს – ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ასევე შეიცავს მენთოლსა და აზულინს. მენთოლი აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხსნის ტვინის ძარღვებისა და გულის შეტევით სპაზმებსა და თავის ტკივილს, სტენოკარდიულ და ნევროტიკულ ტკივილებს, აწესრიგებს ტაქიკარდიის დროს მდგომარეობას და სინოსურ არითმიას. მაგალითად, თუ მგზავრობის დროს გულისრევის შეგრძნება გაქვთ, საკმარისია ენის ქვეშ ჩაიდოთ პიტნის შემცველი ვალიდოლის აბი, რომ ეს უსიამოვნო გრძნობა გაივლის. აზულინი პიტნას სძენს ანთებსაწინააღმდეგო თვისებას, აღადგენს ბრონქიალურ გამავლობას, ხსნის ბრონქების სპაზმებს.
პიტნის არომატი აღადგენს ენერგიას, ხსნის გადაღლილობითა და უძილობით გამოწვეულ ნერვულ დაძაბულობას, შოკსა და სტრესს, ადამიანს სძენს სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის გრძნობას…
პიტნას შეიცავს კორვალოლი, პექტუსინი და ბევრი სხვა წამალი.
გთავაზობთ პიტნის რეცეპტებს:
– მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ს/კ პიტნა, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15-20 წუთი თავდახურული გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც სპაზმოლიტური და შარდმდენი საშუალება.
კუჭის აშლილობისა და გულის რევის დროს – 2 ჩ/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღიეთ 0,3 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
გაცივების დროს – 1 ს/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ, როგორც ჩაი (ეს ნაყენი ოფლმდენია, დაბლა სწევს ტემპერატურას).
ჰიპერტონიის დროს – თითო წილი პიტნის, გვირილისა და კატაბალახას 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიღეთ 1/3 ჭიქა ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.
პიტნის ნაყენით (1 ჩ/კ გამხმარ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი) გაიწმინდეთ სახის კანი მუწუკებისა და დერმატიტის დროს. ეს ნაყენი ავიწროებს ფორებს და ანელებს ცხიმის გამოყოფას.
ფეხების დაღლილობას მოგიხსნით – 1 ჩ/ჭ გამხმარ პიტნას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, დაამატეთ ცხელ წყალს და 15-20 წუთით ჩააწყვეთ ფეხები.


ბუნება ენდოკრინულ სისტემასაც შველის

დღეს ბევრ ქალს აწუხებს ჰორმონული მოშლილობა, რომელიც ესტროგენების ნაკლებობის ბრალია. ზოგჯერ კი ამის მიზეზია გადაღლილობა, დაძაბული მუშაობა, სტრესი.თუ თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც ქალებს სასიცოცხლო ძალას აძლევს, ცუდად მუშაობს, ეს აისახება მათ გარეგნობაზე, გუნება-განწყობილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაავადება. ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია მცენარეები, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული სისტემის მუშაობას. მათ შორის არის როგორც სამკურნალო, ისე საკვები მცენარეები. მაგალითად, მინდვრის მიხაკი, რომელიც შეიცავს ალკალოიდებს, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს მთელ ჰორმონულ სისტემას, შველის კუჭ-ნაწლავის აშლილობას, ოსტეოქონდროზსა და რადიკულიტს, ზოგიერთ წამალზე უკეთესად წმენდს სისხლს:
1 ს/კ მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი. სვით ნაყენი ჩაის მაგივრად 4-ჯერ დღეში, 15 დღის განმავლობაში. 15 დღის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
ორფერი (ფილტვის ბალახი, კოკოჩი, ხავერდა) – უნივერსალური საშუალებაა, რომელიც აწესრიგებს ენდოკრინული სისტემის ჯირკვლებს, ამაღლებს იმუნიტეტს. ორფერი ააქტიურებს ვიტამინების მოქმედებას,  კურნავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას, შველის ხველებას. ორფერის ფოთლებისა და ღეროებისგან შეიძლება მომზადდეს სალათები, წვნიანი.
გთავაზობთ სამკურნალო რეცეპტს:
1ს/კ ორფერს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და სვით პატარა ყლუპებით ჭამამდე 30 წუთით ადრე. უნდა მოამზადოთ დღეში 3-4-ჯერ. საღამოს შეიძლება დაამატოთ 2 ჩ/კ თაფლი.
რათა ენდოკრინული სისტემა წესრიგში იყოს, ქალებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კვებას. უნდა მიიღოთ ქალის ჰორმონების მსგავსი ფიტოესტროგენების შემცველი პარკოსნები, სოია, ხორბალი, კენკრა და ქამა სოკო. ფიტოესტროგენებს აქვს ანტიმიკრობული, კიბოს საწინააღმდეგო და ანთებსაწინააღმდეგო თვისება. ამ პროდუქტების ხანგრძლივად მიღება ამცირებს კლიმაქსის სინდრომის გამოვლენას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. არის ოსტეოპოროზისა და სარძევე ჯირკვლების პროფილაქტიკურ საშუალება.


ხახვი ტკივილს აამებს და მიკრობებს ებრძვის

ყელის ტკივილის დროს, ქიმიურ პრეპარატებზე უკეთ სავლები საშუალებები დაგვეხმარება. კარგია ყელში სოდის, კალენდულას, ევკალიპტისა და კრაზანას ნაყენების გამოვლება. ყელის ტკივილის დროს გვირილისა და ცაცხვის ნაყენიც დაგეხმარებათ.
გვირილა და ცაცხვის ყვავილი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში. აიღეთ ორი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი ყელში დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.
ხახვი არა მარტო ტკივილს აყუჩებს, არამედ დაავადების გამომწვევ მიკრობებსაც კლავს. გახეხეთ სახეხზე თანაბარი რაოდენობის ხახვი და ვაშლი. შეურიეთ იმავე რაოდენობით თაფლი და მიიღეთ ორი ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ. ყელის ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
გაციებისას არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად მიიღოთ დიდი რაოდენობით ოთახის ტემპერატურაზე ნადგამი სითხე ან სვათ ცხელი კომპოტები და ჩაი.


ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები

გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.
ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.
უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.


ჭამეთ ბევრი კომში, ვაშლი და მოცხარი

კომში შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ვიტამინ C-ს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, მდიდარია პექტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე;  საჭმლის მონელების სისტემის მოშლის დროს მიირთვით კომში. ის ანტისეპტიკური, შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაა. კალიუმის დიდი რაოდენობის გამო, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. მისი მიღება კარგია ასევე, ასთმის დროს, ამაგრებს გულის კუნთს, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და კუჭის მუშაობაზე.
ვაშლის ან მისი წვენის რეგულარული მიღება იცავს თავის ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან. მოხუცებულობის დროს კარგია დაქვეითებული მეხსიერების აღსადგენად, რადგან ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე.
მოცხარი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო B, C, D, E, K და PP ვიტამინებით. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ 600-მდე ნივთიერებას. ამის გამო ის ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კარგია ავიტამინოზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შავი მოცხარი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სახსრების ანთებასა და ალერგიას. წითელი მოცხარი კი კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.


ქრისტესისხლა კიბოს განვითარებას აფერხებს

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას უძველესი დროიდან იყენებენ.ცდებით დადგინდა, რომ ქრისტესისხლას პრეპარატებს აქვს ფუნქციის სტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედების თვისება ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ. მასში არსებული ნივთიერება – ჰელიდონინი, მორფინის მსგავსად მოქმედებს, ამიტომ მისგან დამზადებული პრეპარატების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე და თვითნებურად არ არის რეკომენდებული, რადგან გადაჭარბებული დოზით მისი მიღება ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლასაც იწვევს.
კლინიკურმა გამოკვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ ქრისტესისხლა აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, ამიტომ რეკომენდებულია კიბოს ოპერაციის შემდგომ გამოსაყენებლად, მეტასტაზების განვითარების შესაფერხებლად. კვლევის დროს, ქრისტესისხლას პრეპარატებმა კარგი შედეგი გამოიღო, ასევე, სიმსივნისწინა მდგომარეობის ანუ პოლიპოზების შემთხვევაში, განსაკუთრებით, გარეგნული სიმსივნეების მკურნალობის დროს.


გოგრა სისხლის ნაკლებობას შეგივსებთ

სამკურნალო თვალსაზრისით ეს ნარინჯისფერი ნაყოფი ფასდაუდებელია. გოგრის რბილობი შეიცავს პექტინებს,
ნახშირწყლებს, ცილებსა და კაროტინს, ვიტამინებს: C, B1, B2, B6, E, PP. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ფოსფორის მარილები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, სილიციუმი. ნივთიერებათა ეს კომპლექტი გოგრის სამკურნალო ეფექტს განაპირობებს. ის დიდი წარმატებით გამოიყენება დიეტურ კვებაში სხვადასხვა დაავადების დროს.
გოგრის თესლი მდიდარია ცხიმებით, რომელთა შემადგენლობაში უმეტესწილად უჯერი ცხიმმჟავები და ცილები შედის. თესლის მოლურჯო-მომწვანო კანქვეშა გარსს მუცლის ჭიის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია; ისევე როგორც რბილობი, ისიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, C და B ჯგუფის ვიტამინებით.
ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია გოგრის სამკურნალო მოქმედების ფართო სპექტრი. შარდსასქესო სფეროს დაავადებების, თირკმლების, ალერგიული რეაქციების, კანის დაავადებების დროს მას საოცარი ეფექტი აქვს. ტრადიციულად გოგრის თესლები და რბილობი გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:
შარდის ბუშტის ანთება
1 ჭიქა გამხმარ გოგრის თესლს გული ამოაცალეთ. დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. მოურიეთ, გაწურეთ. ეს დოზა ერთი დღისთვისაა გათვლილი. გოგრის თესლი ასევე აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს. გოგრის რბილობი აუმჯობესებს შარდდენას. ამისთვის სპეციალურად წამლის მომზადება საჭირო არ არის. მოხარშული გოგრის რბილი ფაფა დღეში ორჯერ მიირთვით.
რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია
ანემიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დღეში 4-5-ჯერ 150 გრამამდე მოხარშული გოგრის მიღება. სპეციალისტების რჩევით, ამის შემდეგ დამატებით რკინის შემცველი პრეპარატები აუცილებელი არ არის.
კარიესი
გოგრის რბილობის სისტემატური მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისათვის. საქმე ისაა, რომ გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს ფტორს. მისი დღიური დოზა ადამიანისათვის ერთი მგ-ია. ამ რაოდენობას 500-600 გრამი გოგრა ფარავს.
სისხლის მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს
ჰიპერტონიკებმა დღეში 1,5-დან ერთ ჭიქამდე მწიფე გოგრის წვენი უნდა მიიღონ. სასმელში შემავალ კალიუმს ორგანიზმიდან გამოჰყავს ცხიმები და ნალექები, ახდენს თირკმლების განტვირთვას, რაც, თავის მხრივ, სისხლის წნევას დაბლა სწევს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება
გოგრის რბილი ნაწილი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, ამიტომ ის მსხვილი ნაწლავის ანთების დროს გამოიყენება. უმი ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. კარგია ყაბზობის დროს.
კანის დაავადებები
გოგრის რბილობს გააჩნია მჟავე ტუტიანი მაჩვენებელი – 5-5,5, რაც ჩვენი კანის ანალოგიური მაჩვენებლის მნიშვნელობას შეესატყვისება. კოსმეტოლოგების რჩევით, ფერისმჭამელებისა და ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში გოგრის რბილობის წვენის კომპრესები და ნიღბები გაიკეთეთ. ეგზემისა და დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილზე გოგრის ის რბილი ნაწილი დაიდეთ, რომელშიც თესლებია მოთავსებული.


შავი ქლიავი ორგანიზმს წმენდს

შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.
ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროსაც. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.
შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ,  ის აუცილებლად უნდა მიირთვას მოწამლულმა ადამიანმა.
ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის ორი კვირის განმავლობაში მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და ერთი კოვზი თაფლის ნარევი.
ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.


ალოე იმუნიტეტს აძლიერებს

დაქვეითებული იმუნიტეტი მრავალი დაავადების მიზეზი ხდება, ამიტომ მასზე ზრუნვა აუცილებელია, განსაკუთრებით ზამთრის წინ. პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ მცენარეული საშუალებები გამოიყენოთ. ამჯერად ალოეს დადებით თვისებებს გაგაცნობთ.
ალოე სამკურნალო მცენარეების იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომლებიც მთელი წელი ხელთ გვაქვს. ხალხში მას ასწლოვანას უწოდებენ. უძველესი დროიდან იარების მოსაშუშებლად და კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, თუმცა მისი სამკურნალო თვისებები ამით არ შემოიფარგლება.
იმუნიტეტის ასამაღლებლად და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ კარგია ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ალოეს ფოთლებისა და თაფლის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). ნარევი დღეში 3-ჯერ, 1 სუფრის კოვზი მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, თან 0,5 ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი დააყოლეთ. კურსი – 3 კვირა. ათდღიანი შესვენების შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.
ადრე მიიჩნევდნენ, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა. დღეს ალოეს წვენს პროფილაქტიკური მიზნით ბევრი იღებს. ჯანმრთელი ადამიანებიც კი ყოველ დილით 1 სუფრის კოვზ ალოესა და ხილის წვენის ნარევს მიირთმევენ, მაგრამ ფრთხილად იყავით, მის პრეპარატებს უკუჩვენება აქვს ორსულობის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, სისხლდენების, ცისტიტის და ბუასილის დროს.


როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას და რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?

გაცივება ბავშვებში
ბავშვის წელიწადში 4-6 ჯერ გაცივება ან მწვავე რესპირატორული ინფექციებით დაავადება ნორმადაა მიჩნეული. ე.წ. გაცივებით დაავადებების (გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ანთება) პიკი, როგორც წესი, ბავშვის ბაღში ან სკოლაში მიყვანის პირველ წელზე მოდის. პატარას დაბადების შემდეგ, პირველი გაცივების შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის აუცილებლად პედიატრს უნდა მიმართოს. ავადმყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტული პირობების შექმნას, ოთახის ხშირად განიავებას და მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი პრეპარატების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა ადის) გამოყენებას.
რომელ სიმპტომს უნდა მიექცეს ყურადღება
1 წლამდე ბავშვის გაცივების შემთხვევაში მშობელმა პედიატრს შემდეგი სიმპტომების არსებობის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს: კანის ფერის შეცვლა, სუნთქვის მოშლა, ხველა, ოფლიანობა, სისუსტე, კვების რეჟიმის დარღვევა და ნებისმიერი სხვა, უჩვეულო სიმპტომი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის ცვლილებაზე, გამონაყარის გაჩენაზე, მადის დაკარგვასა და კუჭის მოქმედების დარღვევაზე თვალყურის დევნება. ექიმს უნდა ეცნობოს იმის შესახებაც, თუ ბავშვი შესამჩნევად აღგზნებული გახდა ან პირიქით, მოითენთა, ძალიან დიდხანს სძინავს, ძილში კრთება და სხვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა აიწევს და 36-ზე ქვევით დაეცემა. გარდა ამისა, თუ ბავშვს 3 დღეზე მეტხანს აქვს 37,1-37,9 გრადუსი სიცხე, ესეც საფრთხილოა, რადგან შეიძლება ნელა განვითარებადი ანთებითი პროცესის (პნევმონია, პიელონეფრიტი და სხვა) სიმპტომი იყოს. ასე რომ, სამ დღეზე მეტხანს სიცხის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც სიცხე 37,1 გრადუსი იყოს, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.
რომელი სიმპტომებია განსაკუთრებულად საშიში?
ბავშვის ხშირი ტირილი, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, მოულოდნელად განვითარებული მოთენთილობა, რასაც ტემპერატურის დაქვეითება ახლავს;
უჩვეულო გამონაყარის გაჩენა;
კუჭის მოქმედება (თხიერი განავლით) დღეში 5-ზე მეტჯერ, მრავალჯერადი ღებინება;
კრუნჩხვები;
გულის წასვლა, ცნობიერების დარღვევა, დასმულ კითხვაზე ბავშვის არაადეკვატური პასუხი;
ბავშვის ხმის მოულოდნელი ჩახლეჩა, დაბოხება.
სუნთქვის მოშლა;
შეშუპების განვითარება, განსაკუთრებით – სახესა და ყელის მიდამოში;
მუცლის მკვეთრი ტკივილი;
თავის მკვეთრი ტკივილი.
ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის პედიატრს უნდა მიმართოს, მაგრამ თუ რომელიმე სიმპტომი მოულოდნელად განვითარდა და მკვეთრად პროგრესირებს, მაშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაუყოვნებლივი გამოძახება აუცილებელია, რადგან შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
როდის უნდა გამოვიძახოთ ბავშვთა ექიმი?
პედიატრთან სატელეფონო კონსულტაციის დროს გაირკვევა, აუცილებელია თუ არა ექიმის მიერ ბავშვის გასინჯვა. სახლში პედიატრის გამოძახება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს წლამდე ბავშვისთვის ტემპერატურის აწევით მიმდინარე პირველი ავადმყოფობაა. გარდა ამისა, თუ მშობელი თავად მკურნალობს ბავშვს და ავადმყოფობის მესამე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაშინ პატარა აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.
როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას?
ზოგიერთი ექიმი ფრთხილობს და ბავშვს ბევრ წამალს უნიშნავს, ზოგი დალოდების ტაქტიკას ირჩევს და უპირატესობას ნატურალური საშუალებებით მკურნალობის მსუბუქ მეთოდს ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გაცივება – ეს არის იმუნიტეტის წრთობა გამომწვევთან ბრძოლაში და ბავშვისთვის, რომელსაც რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. ასე რომ, დალოდების ტაქტიკა და დაკვირვება ბავშვის იმუნიტეტს გაკაჟების საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივ, მსუბუქი კვება, თბილი სასმელები, დასვენება და “ხალხური საშუალებებით” მკურნალობა ბავშვის სწრაფად გამოჯანმრთელებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად საკმარისია.
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს გაცივების დროს ხალხური საშუალებებით?
ბავშვისთვის პირველ რიგში ნებისმიერი გამათბობელი პროცედურაა მისაღები: ფეხებზე თბილი აბაზანა, ცხვირსა და გულმკერდზე თბილი საფენები, ც ვიტამინით მდიდარი, ნოყიერი, თბილი საკვებისა და დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.
“გაჭედილი” ცხვირის გახსნის მიზნით ცხვირის გამორეცხვის მანიპულაცია არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სისხლძარღვების შემავიწროებელი “ცხვირის წვეთების” გამოყენება ცხვირის ლორწოვან გარსს აშრობს და ვირუსს ორგანიზმში ღრმად შესაღწევ გზას უხსნის. ისეთი აგრესიული პროცედურების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ხახვის ან ნივრის გაუზავებელი წვენით ცხვირის გამორეცხვა, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა მოხდეს, რაც ასევე დაავადების შემდგომ პროგრესირებას უწყობს ხელს. ცხვირის გამორეცხვას პატარებში შეიძლება ოტიტი (შუა ყურის ანთება) მოჰყვეს, რადგან ბავშვთა ასაკში სასმენი მილის თავისებურების გამო, ცხვირში ჩაწვეთებული საშუალება შეიძლება შუა ყურში მოხვდეს. ამიტომ, თუ ბავშვს ცხვირში არსებული გამონადენი ადვილად გამოაქვს გარეთ და მშვიდ სუნთქვაში, ძუძუს წოვაში (ან ჭამაში) და ძილში ხელს არ უშლის, მაშინ უმჯობესია, ცხვირი არ გამოურეცხოთ. თუ ცხვირში არსებული გამონადენი ძალიან ბლანტია და ბავშვს მისი გარეთ გამოდევნა უჭირს, მაშინ გათხიერების მიზნით შეიძლება 2-5 წვეთი სუფთა, ოდნავ მარილიანი წყალი ან სოდიანი წყალი ჩავაწვეთოთ.
საჭიროა თუ არა მაღალი ტემპერატურის ხელოვნურად დაგდება?
ტემპერატურის მატება ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, რადგან ერთი მხრივ, ტემპერატურის მომატებისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რისი წყალობითაც ბავშვის იმუნიტეტი უფრო ეფექტურად მუშაობს, მეორე მხრივ კი ტემპერატურის მატებისას ვირუსისა და ბაქტერიის გავრცელების სიჩქარე იკლებს. მშობლები ხშირად მიმართავენ ტემპერატურის ხელოვნურად დაგდებას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს პროცედურა სამკურნალო ეფექტს არ იძლევა. სწორედ ამიტომაა, რომ პედიატრები ტემპერატურის ხელოვნურად დაქვეითებას მხოლოდ 39 გრადუსზე მაღალა აწევის შემთხვევაში გვირჩევენ. ამიტომ, თუ ბავშვს მძიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, მაშინ უმჯობესია, ორიენტირება მოვახდინოთ არა ტემპერატურაზე, არამედ ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე (გუნება-განწყობილებაზე).
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს, რა უნდა თავად ბავშვს: თუ სიცხე სწრაფად იმატებს, ბავშვს აციებს და აჟრიალებს, მაშინ პატარას უნდა დავეხმაროთ თბილი ტანსაცმლის, საბნის და ცხელი სასმლის დახმარებით სწრაფად გათბობაში. როცა ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, შემცივნება გაივლის, მაგრამ კანი შეიძლება ოდნავ გაწითლდეს და შუბლზე ოფლის წვეთები გაჩნდეს. ამ დროს უკვე ბავშვის შეძლებისდაგვარად გაშილიფებაა საჭირო (ასე უფრო გაუადვილდება ცხელების გადატანა). ამავე მიზანს ემსახურება ბავშვის წყალნარევი სპირტით ან ძმრით დაზელა ან თბილი აბაზანის მიღება. ეს პროცედურები ტემპერატურის დაქვეითებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ტემპერატურის მედიკამენტებით მკვეთრ დაცემას მისი მკვეთრი მატება მოჰყვება, რაც კრუნჩხვებს იწვევს. გარდა ამისა, ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას საგრძნობლად ზრდის.
თუ ბავშვს ქრონიკული დაავადება აქვს, მაგალითად – გულის თანდაყოლილი მანკი, მძიმე ნევროლოგიური სინდრომი, ქალაშიგა წნევის მატება ან სხვა, ტემპერატურის დაქვეითება, მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა იგი 38,5-39 გრადუსამდე ავა. უპირატესობა ტემპერატურის დაგდების ფიზიკურ მეთოდებს (რაზეც უკვე ვისაუბრეთ) უნდა მივანიჭოთ. თუ სიცხის დამწევი მედიკამენტების მიცემა გადაწყდება, მაშინ უმჯობესია, იბუპროფენისა და პარაცეტამოლის საფუძველზე დამზადებული სანთლების ან სპრეის (ასაკის შესაბამისი დოზით) გამოყენება. ასპირინისა და ანალგინის საფუძველზე დამზადებული სიცხის დამწევების მიცემა ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ასპირინმა შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს, ანალგინს კი ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება ჯანმრთელობისთვის საშიშ ოდენობამდე შეუძლია.
შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა გაცივების დროს?
ავადმყოფობის დროს დაბანის აკრძალვის რეკომენდაცია მაშინ შემოიღეს, როცა სახლში სააბაზანოები არ ჰქონდათ და აბანოში დადიოდნენ. დღეს კი, როცა სახლში სააბაზანო ოთახი და ცხელი წყალი გვაქვს, ბანაობა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცხის დაწევის საუკეთესო საშუალებაა. ავადმყოფი ბავშვის ბანაობა შეიძლება და საჭიროცაა, თუ თავად არ არის წინააღმდეგი. ავადმყოფის ბანაობისას აუცილებელ პირობას ორპირი ქარის გამორიცხვა წარმოადგენს. წყალი უნდა იყოს თბილი, ბავშვის ტემპერატურაზე დაახლოებით ერთი გრადუსით დაბალი, მაგრამ არა უმეტეს, 39 გრადუსისა. აუცილებელია აბაზანაში ცხელი წყლის რეგულარული ჩამატება, რათა წყალი არ გაცივდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ბანაობა, თუ მას აქვს ღებინება და ფაღარათი, რადგან ეს გამოფიტვის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს.
როდისაა ბავშვი გამოჯანმრთელებული?
თუ ბავშვს ნორმალური გუნება-განწყობილება, მადა, ტემპერატურა აქვს, თუ იგი ზომიერად აქტიურია, არ აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, მაშინ იგი ჯანმრთელად შეიძლება ჩაითვალოს.
როდის შეიძლება ბავშვის სასეირნოდ წაყვანა?
თუ ბავშვი მხიარულია, აქტიური, სეირნობა უნდა და ამის საშუალებას ამინდიც იძლევა, მაშინ იგი ტემპერატურის ნორმალიზებიდან 2-3 დღეში შეიძლება გაასეირნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფობის შემდეგ პირველი გასეირნება 20 წუთს არ აღემატებოდეს. ამასთან, ამინდი უნდა იყოს კარგი (თბილი, მზიანი, უქარო). კატეგორიულად იკრძალება პირველი გასეირნება, თუ გარეთ ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია, ქარბუქია, წვიმს და ა.შ.
როდის შეიძლება ბავშვის ბაღში ან სკოლაში წაყვანა?
ბავშვთა კოლექტივში დაბრუნება გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის შემდეგაა რეკომენდებული, რადგან ახალგამოჯანმრთელებული ბავშვის ორგანიზმი ვირუსებისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა და შესაძლებელია, ხელახალი ინფიცირება მოხდეს.
დავიცვათ თავი გაცივებისა და გრიპისგან
როგორც წესი, ექიმები შემოდგომობით გვაფრთხილებენ, რომ გრიპის ეპიდემია კარსაა მომდგარი და აცრების გაკეთებას გვირჩევენ, მაგრამ ეს ყოველთვის როდი იძლევა შედეგს ან ყველას როდი აქვს ვაქცინაციის საშუალება. სამაგიეროდ, იმუნიტეტის გასაძლიერებელ, ხალხურ საშუალებებზე ხელი ნებისმიერს მიუწვდება. ზოგჯერ ისინი ქიმიურ პრეპარატებზე უფრო ეფექტურია და თანაც, ორგანიზმს არასდროს ვნებს.
ზამთარში ავადმყოფობამ რომ არ შეგაწუხოთ, ახლავე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
ნივრის “აბები”
ქიმიურ სამკურნალო პრეპარატებს ყველაზე დიდ კონკურენციას სიცხის დამწევი და ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ნიორი უწევს.
უპირველეს ყოვლისა, კერძებში ნივრის ჩამატება არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლოცაა და თან საკვებს არაჩვეულებრივ გემოს აძლევს. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია, ყოველდღიურად 1-2 კბილი ნივრის მიღება. ეს დოზა გაცივების საწინააღმდეგო ბევრ წამალს ცვლის და მათგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
თუ ნივრის სუნი გაშინებთ, შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გაჭრათ და აბებივით გადაყლაპოთ. თუ ნივრის ჭამის შემდეგ პირში ლიმონიან წყალს გამოივლებთ, სუნი მყისვე გაქრება.
თაფლიანი ბოლოკი
ბოლოკი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. კარგია, თუ მას სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრით, შემდეგ მინის ჭურჭელში ჩააწყობთ, თაფლს დაასხამთ და მაცივარში შეინახავთ. ყოველდღიურად 2 სუფრის კოვზი თაფლიანი ბოლოკი მიირთვით და გაცივება არასდროს შეგაწუხებთ. ეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე “კერძი” აუჩქარებლად უნდა ღეჭოთ და დიდხანს არ გადაყლაპოთ. ბოსტნეულის წვენებიც იმუნიტეტის ასამაღლებელი ეფექტური საშუალებაა. ყოველი დილა მათი მიღებით დაიწყეთ და ზამთარში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგექმნებათ.
კენკროვანი ხილი
სამედიცინო კვლევებმა ცხადყო, რომ მოცვი იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა. თუ თქვენ ზაფხულში მოიმარაგეთ და შეინახეთ ეს ძვირფასი ხილი, ახლა მისი მოხმარების დრო დადგა. ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი მოცვის მურაბა ან გახეხილი და შაქარმოყრილი, უმი მოცვი.
თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, მაშინ 1 ს/კ ძახველს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთი გააჩერეთ. ეს ნაყენი ყელში დღეში 4-ჯერ მაინც გამოივლეთ და დალიეთ 1 სუფროს კოვზი, დღეში 3-ჯერ. ამის პარალელურად, ყოველდღიურად 2 ვაშლი უნდა მიირთვათ (“ანტონოვკა” უკეთესია).
კენკროვანი ხილის გამომშრალი ნაყოფით, ფოთლებითა და ყვავილებით დამზადებული ჩაი ვიტამინების უშრეტი წყაროა და გაცივებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.
ცუდი ამინდი არ არსებობს
ორგანიზმის გაკაჟებისა და გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას ფეხების კონტრასტული აბაზანები წარმოადგენს. ეს პროცედურა ყოველღამე უნდა ჩაიტაროთ. ამისათვის აიღეთ ორი ტაშტი: ცხელი (დაახლოებით 40-გრადუსიანი წყლით) და გრილი (არა უმეტეს 30 გრადუსისა) წყლით. რამდენიმე წამით ფეხები ჯერ ცხელ, ხოლო შემდეგ ცივში წყალში ჩადეთ და ეს გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
რაც მთავარია, არ დაიზაროთ სეირნობა. ისეირნეთ ნებისმიერ ამინდში, დარსა თუ ავდარში, ნახევარი საათით მაინც. როგორც კი აცივდება და ტენიანობა მოიმატებს, ნატურალური ბოჭკოს ქსოვილისგან დამზადებულ თეთრეულზე გადადით. ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ კანს ეხება, სინთეტიკას არ უნდა შეიცავდეს. დაიცავით ეს მარტივი წესები და არანაირი ვირუსი საშიში არ იქნება.
ზოგჯერ ცხიმი სასარგებლოა
გამუდმებით გვესმის, რომ ცხოველური ცხიმები მავნებელია და ისინი კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. ჩვენს ბებიებს კი სათავსებში ყოველთვის ჰქონდათ გადამდნარი ქონით სავსე ქილები. მას წამლად იყენებდნენ და ამიტომ, ხორცზე უფრო მეტად აფასებდნენ.
ბებიების რეცეპტები
დიდი ხნის წინ, ბატისა და ღორის ქონს მრავალი დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგი კურდღლის, მაჩვისა და მელიის ცხიმსაც კი ინახავდა ამ მიზნით. კბილის ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილზე, ღრძილსა და ლოყას შორის ღორის ქონის პატარა ნაჭერს იდებდნენ. 20 წუთის შემდეგ თურმე ტკივილი ქრებოდა. ღორის მუცლის გადამდნარ ქონს ბევრი გადაურჩენია დამწვრობების გართულებებისგან. სხეულის მოყინულ ნაწილებს ბატის ქონით მკურნალობდნენ. მაჩვის ქონს კი საკმაოდ ეფექტიანად იყენებდნენ ტუბერკულოზის წინააღმდეგ.
ქონს მხოლოდ სუფთა სახით როდი იყენებდნენ – სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად მას პროპოლისს, ხახვს, სკიპიდარს, სამკურნალო ბალახებს უმატებდნენ და ძლიერმოქმედ მალამოს აკეთებდნენ.
ღორის ქონის მალამო
ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ – უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.
ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.
თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.
ბატის ცხიმი
საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და “ფაფუკია”.
ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.
აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.


სიმინდის ულვაშის სიკეთე

სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის არა მარტო ულვაში, არამედ ფოთლები და მარცვლები, რომლისგანაც ამზადებენ ზეთს. სიმინდის ულვაში შეიცავს 25%-მდე ცხიმს, 3%-მდე საპონინებს, K3 ვიტამინს, 3%-მდე გუმფისისმაგვარ ნივთიერებას, მარცვალი შეიცავს 60%-მდე სახამებელს, C და B ჯგუფის (BB1, B2, B6) ნიკოტინის მჟავას) ვიტამინებს. აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი და სისხლის აღმდგენი თვისებები; მისი ნაყენის ხანგრძლივად მიღება ხელს უწყობს თირკმლებსა და შარდსადინარებში ქვების დაშლა-გამოდევნას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, შველის გულის დაავადებების მიზეზით გამოწვეულ შეშუპებას, გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ენტეროკოლიტის, ჰეპატიტის სამკურნალოდ, ეფექტიანია ჰემორაგიული დიათეზის, კუჭისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის დროს, როგორც სისხლის აღმდგენი საშუალება. კარგ შედეგს იძლევა დისკინეზიის ჰიპერკინეტიკური ფორმის მკურნალობისას: დღეში 3-ჯერ 1ჩ/კ ხოლოსასის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მიიღეთ 2ს/კ სიმინდის ულვაშის ნაყენი (1ს/კ სიმინდის ულვაში: 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე). სიმინდის ზეთს აქვს ნაღველმდენი თვისებები. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფოსფატიდებს, სიტოსტერინს), რომლებიც აუმჯობესებენ ლიპიდურ ცვლას.დღე-ღამეში 75 გ სიმინდის ზეთის მიღება (სალათასთან, ფაფებთან) ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს – შეიძლება გამოყენებული იქნეს ათეროსკლეროზის დროს და ნაღველკენჭოვანი დაავადებისას ქვების წარმოქმნის პროცესის შესაჩერებლად. 1ს/კ სიმინდის ულვაშს დაასხით 300 მლ მდუღარე, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 2ს/კ 3-4 საათში ერთხელ, როგორც შარდმდენი საშუალება.1ს/კ სიმინდის ზეთი მიიღეთ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.მზა სიმინდის ულვაშის 1ჩ/კ ექსტრაქტი მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
სიმინდის ფოჩი შეიცავს K1, C და B3 ვიტამინებს, ეთერზეთებს, ინოზიტს, ნახშირწყლებს, პანტოტენის მჟავას, სიტოსტეროლს, სტერინებს, სტიგმასტეროლს, ტანინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ცხიმოვან ზეთებს.სიმინდის ფოჩის ნახარში გამოიყენება ცისტიტების, ალბუმინურიისა და გულის ქრონიკული სისუსტის დროს. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ქრონიკული ცისტიტის, თირკმელში კენჭების დროს ტკივილისას. სიმინდის ნახარშს შემდეგი წესით ამზადებენ:
10გ სიმინდის ფოჩს დაასხით 1ჩ/ჭ ცივი წყალი, თავდახურული 30 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და მიიღეთ 1-3 ს/კ ყოველ სამ საათში ერთხელ.
2 ს/კ ფოჩს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 3 წუთი, გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ და 50 გ სითხე მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
ხალხურ მედიცინაში სიმინდის მარცვალს იყენებენ ეგზემისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ: გახურებულ ტაფაზე ყრიან შუაზე გაჭრილ მარცვლებს და ჭყლეტენ რკინის საგნით, გამოყოფილ მუქყავისფერ სითხეს უსვამენ დაზიანებულ კანზე.


უძილობის დროს

1. 40 გ კუნელის ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში.
2. 20 გ კუნელის მწიფე ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და ჩაის სახით დალიეთ.
რადიკულიტის დროს:
1. 6 წილი გამხმარ, დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 1 წილი დაქუცმაცებული ღვიის წიწვი და კარგად გასრისეთ 12 წილ კარაქში. მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილზე.
2. 1ს/კ დაფქული სვიის გირჩა გასრისეთ 1ს/კ უმარილო ღორის ქონში ან კარაქში, წაისვით მტკივნეულ ადგილზე.
ფეხების შეშუპების დროს: 4 ჩ/კ სელის თესლს დაასხით 1ლ წყალი, ადუღეთ 10-15 წუთი, 1 საათი თავდახურული გააჩერეთ ბნელ ადგილას. გემოვნებით დაამატეთ ლიმონის წვენი. მიიღეთ 1/2 ჭიქა ცხელი ნაყენი 2-ჯერ დღეში.
ქერტლის დროს: 100გ ბირკის ფესვებს დაასხით 1ლ წყალი, 40 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ, გაწურეთ მარლაში, ნაყენი გადაივლეთ თმაზე ყოველი დაბანის შემდეგ.
თხელი და მტვრევადი ფრჩხილების დროს: გაათბეთ მცენარეული ზეთი, დაამატეთ 3 წვეთი იოდი, 5 წვეთი ლიმონის წვენი, 5 წვეთი A ვიტამინი (აფთიაქის) და ჩააწყვეთ ხელები 15-20 წუთი. ეს აბაზანა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. აბაზანის შემდეგ ხელებზე შეიზილეთ ხელისა და ფრჩხილების ნებისმიერი მკვებავი კრემი.


ხალხური ცოდნა თირკმლების დასახმარებლად

თირკმლები წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლს ფილტრავს, ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი და მასთან ერთად მავნე ნივთიერებები გამოაქვს. მსოფლიოში 500 მილიონზე მეტ ადამიანს თირკმლების სხვადასხვა დაავადება აწუხებს. მათ შორის ერთ–ერთი საკმაოდ გავრცელებულია – თირკმლებში ქვები. რატომ ჩნდება და რა საშუალებები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად?
თირკმლებში ქვები ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიშვება, სახელდობრ სისხლის წყალ–მარილისა და ქიმიური შემადგენლობის შეცვლის გამო. თუ დაავადებას არ უმკურნალებთ, გაჩნდება ცისტიტის, მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტის, თირკმლებში ჩირქოვანი ანთების საფრთხე, რომლის დროსაც გადარჩენის ერთადერთი გზა ორგანოს ამოკვეთაა.
რისკის ფაქტორებია: ქრონიკული დაავადებები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, კოლიტი, წყლული) და შარდსასქესო სისტემის ორგანოების (პიელონეფრიტი, პროსტატიტი). ასევე ნივთიერებათა ცვლისა და სისხლძარღვოვანი დარღვევები თირკმლებში, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმის ხანგრძლივად გაუწყლოება, ვ ვიტამინის ნაკლებობა, ცხელი კლიმატი, შარდის მჟავიანობის მომატებული პროდუქტების (ცხარე, მწარე, მარილიანი) ბოროტად გამოყენება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, რომელიც ფოსფორ–კალციუმის ცვლას არღვევს.
სიმპტომები
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება წელის არეში, გავის ძვლის ოდნავ ზევით და გვერდით. როგორც წესი, ტკივილი იგრძნობა ერთ მხარეს, განსაკუთრებით ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ან სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს. ტკივილი მუცლის ქვევით, სასქესო ორგანოების მიდამოში, სისხლის შერევა შარდში (ეს მაშინ ხდება, როდესაც ლორწოვან გარსს აზიანებს), ტკივილი მოშარდვის დროს, გახშირებული შარდვა, შარდის გამუქება, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაავადება შეიძლება აერიოთ აპენდიციტთან, ქოლეცისტიტთან, პანკრეატიტთან, ამიტომ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ უროლოგიური გამოკვლევის მონაცემების შემდეგ ისმება. ის მოიცავს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, თირკმლების ულტრაბგერით გამოკვლევას, თირკმლების უროგრაფიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა დამოკიდებულია ქვის ზომაზე, გართულებების არსებობასა ან არარსებობაზე.
სპეციალური პრეპარატები, ასევე ბალახები (დათვის კენკრა, მინდვრის შვიტა) ხელს უწყობს მცირე ქვების დაშლასა და გამოდევნას. დაშლას მხოლოდ შარდმჟავა მარილები (ურატები) ექვემდებარება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიეტა. მკურნალობის დროს საჭიროა მეტი წვენების, მორსებისა და მინერალური წყლის სმა. მოზრდილი ქვის დამსხვერევა დისტანციური ლითოტრიპსიის მეთოდით ხდება.
ხალხური მედიცინა
არყის ფოთლების ნახარში. 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის გამხმარ ფოთლებს 0,5 ადუღებული წყალი დაასხით, 10 წუთი ადუღეთ, გააჩერეთ და გაწურეთ. დღეში 3–ჯერ ჭამის დროს ჭიქის მეოთხედი დალიეთ. ნახარში თირკმლებში ქვების წარმოქმნას აბრკოლებს, კარგი შარდმდენი საშუალებაა.
ტკბილი ბოლოკი. ბოლოკის წვენს სანახევროდ თაფლი შეურიეთ. დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო ჩაის კოვზი მიიღეთ. გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება თირკმლებში ქვების მკურნალობის დროს.
პ.ს. ბევრი დარწმუნებულია, რომ თირკმლებში კენჭების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს მინერალური ან ხისტი წყლის ჭარბად მოხმარებამ. ეს მითია. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი ბიოლოგიური სისტემაა. ამიტომ მაშინაც კი, თუ დღიური მოთხოვნილების სითხეს მხოლოდ მინერალური წყლით დაიკმაყოფილებს, შარდკენჭოვანი დაავადება არ აღმოცენდება. თუმცა მინერალური წყალი, ისევე როგორც ნებისმიერი წამლისმიერი საშუალება, საჭიროა მითითების მიხედვით გამოიყენოთ და მისი დღიური მოხმარება 1 ლიტრს არ უნდა აჭარბებდეს. არც ხისტი წყალი იწვევს ქვების წარმოქმნას. მაგრამ ძლიერი ხისტი წყალი სხვა მიზეზების გამო საზიანოა, ამიტომ გადადუღებული სახით დალიეთ.


ხახვის ნაყენი პოტენციას ამაღლებს

დღევანდელი დაძაბული სტრესული ცხოვრების ფონზე, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მამაკაცს აწუხებს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას ამჯობინებენ.
თუ ყოველივე ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, იმედი არ უნდა დაკარგოთ. ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი კვერცხის გული. ასევე, კარგია კვერცხისა და ხახვის სალათის რეგულარული მიღება.
პოტენციის დაქვეითების დროს უძველესი დროიდან არის ცნობილი ხახვის ნაყენი. კერძოდ, ორ ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ დაახლოებით, 5-6 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ და დალიეთ მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ უმოკლეს დროში ძალა და ენერგია გაგიორმაგდებათ


ბოლოკი – ანტიდეპრესანტი

ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. ხოლო იმ სალათებს, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.
ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, თუ გუნება-განწყობა გაგიუარესდათ, გირჩევთ ჭამოთ ბოლოკისა და მწვანილის ზეთმოსხმული სალათა.


სიმინდის ულვაშის სამკურნალო თვისებები

სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის ულვაში. იგი უნდა მოცილდეს ტაროს მარცვლების რძისებრ სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში ნედლეული უნდა გაიშალოს თხელ ფენად და გაშრეს ჩრდილში. მისი შენახვა შეიძლება მშრალ ადგილას მხოლოდ 5-6 თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება.სიმინდის ულვაში შეიცავს ცხიმს, C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც შარდმდენი, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ 1 ჩაის კოვზ სიმინდის ულვაშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და სვით როგორც ჩაი დღეში 4-6-ჯერ თითო სადილის კოვზი. შარდის გამოყოფა მკვეთრად გაძლიერდება.
სიმინდის მარცვლებიდან მიღებულ ზეთს იყენებენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით საჭმელი უნდა დაამზადოთ ზეთზე, განსაკუთრებით სალათების.


ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.
ყვავილები შეიცავენ პოლიფენოლების (ფლავონოიდებს), ლორწოვან ნივთიერებებს და მცირე რაოდენობით – ეთეროვან ზეთს, არომატულ მჟავებსა და ტანინს.
ხალხური მედიცინით – ცაცხვის ყვავილის ჩაი რეკომენდებულია როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ნახარში ასუფთავებს ფილტვებს ნახველისაგან. ცაცხვის ქერქითა და ყვავილედით დამზადებულ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი თვისება. იყენებენ ანთებითი დაავადებებისა და ანგინის დროს პირში გამოსავლებად, გრიპისა და გაცივების დროს.
ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს:
4 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ. სვით 1/2 ჩ/ჭ თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში.
ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას:
1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და სვით 100-150 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.
დღის განმავლობაში დაზიანებული კანი რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს ყვავილედის ნახარშით. ცაცხვის ხის დაფქული ქერქი ან მისი ექსტრაქტი წმენდს ორგანიზმს, ღვიძლის უკმარისობისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს ასტიმულირებს სეკრეციას და ნაღვლის გამოყოფას: დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღისას და საღამოს) სვით თბილ წყალში გახსნილი ერთი კაფსულა ზაბოლონის (ხის ქერქი) ფხვნილი (აფთიაქში იყიდება).


კრაზანა აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ებრძვის სანაღვლე გზების ფუნქციის დარღვევებს

კრაზანა შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას და აქვს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება. ყველაზე აქტიური ნაერთებია ფლავონოიდები, რომლებიც ხსნის სპაზმებს სანაღვლე გზებიდან, ნაწლავებიდან, სისხლძარღვებიდან და შარდ-სასქესო, კერძოდ, შარდსადინარების გლუვი კუნთებიდან. ფლავონოიდები აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ეწინააღმდეგება შეგუბებით პროცესებს ნაღვლის ბუშტში და ამგვარად იცავს ორგანიზმს კენჭების წარმოქმნისგან.
ფლავონოიდები ასევე, ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებით ფუნქციას.
კრაზანა ხსნის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილარების სპაზმს, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს სისხლით მომარაგებას, აძლიერებს შარდვას, იწვევს შარდსაწვეთების კედლის მოდუნებას და ამაღლებს თირკმლის ფილტრაციის დონეს.
კრაზანას ახასიათებს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. ეს მცენარე ზრდის კუჭის სეკრეციას.
კრაზანის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების დროს. მის ნაყენს პირში სავლებად იყენებენ ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს, კომპრესების სახით კი ინფიცირებული, სისხლმდენი ჭრილობები უნდა დაიმუშაოთ.
კრაზანა ზრდის ადამიანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. ამიტომ, ის გამოიყენება კანის თეთრი ლაქების სამკურნალოდ.
კრაზანით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევების, ჰეპატიტების, ნაღვლის შეგუბების, ნაღვლის ბუშტის ანთების, ნაღველკენჭოვანი დაავადებების საწყისი სიმპტომების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს.
ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: მომინანქრებულ ჭურჭელში აურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.


პომიდორი ანტიდეპრესანტული ბოსტნეულია

პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს.პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას – ანემიის პროფილაქტიკისთვისაა საჭირო, თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.
პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს. ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას. ასევე, ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, ასევე არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად.
მწვანე პომიდვრის მწნილი კი მდიდარია კალიუმით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა გულით დაავადებული ადამიანებისთვის.
პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია, ეგრეთ წოდებული, „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება, სტრესულ სიტუაციებში კი მისი მირთმევა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება.
პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა ცვლის და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.
გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდოს ის, ვისაც შაკიკი აწუხებს.


მიირთვით ბევრი სტაფილო და უზმოზე სვით მისი ახალგამოწურული წვენი

სამკურნალო თვისებებით სტაფილო ნამდვილად გამორჩეული ბოსტნეულია. მედიცინაში მის მთავარ ღირებულებად კაროტინების სიუხვეს მიიჩნევენ. მათ შორისაა ბეტაკაროტინი. ის ორგანიზმში A ვიტამინად გადაიქცევა, რომელიც ძალიან საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის სტაფილოში უფრო მეტია, ვიდრე ასკილსა და წითელ წიწაკაში. A ვიტამინი უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოს ფუნქციონირებას, პასუხს აგებს კანსა და ლორწოვან გარსზე, აძლიერებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ასე შემდეგ. ამ ვიტამინის უკმარისობისას კი ვითარდება A ჰიპოვიტამინოზი, რომლის ნიშნებია – მხედველობის გაუარესება, კანის სიმშრალე, ეგზემა, მუწუკები, თმის ცვენა და თმის სიმშრალე, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, იმუნიტეტის დაქვეითება, უძილობა, გადაღლა და ასე შემდეგ. სტაფილოში ბევრია საკვები ბოჭკოები და პექტინები, რომლებიც ხელს უწყობს ნაღველდენას და აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას.სტაფილო ასევე მდიდარია რკინით, სპილენძით, მანგანუმით, ფოლიუმის მჟავით.
უზმოზე ერთი ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება მოგიხსნით დაღლილობასა და დაძაბულობას მთელი დღის განმავლობაში.


გვირილა – მკურნალი

გვირილა – ყვითელგულა მინდვრის მშვენება შედის ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეთა ნაერთში, რომელიც გამოიყენება ჭვალის, სტომატიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის სამკურნალოდ.
განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების, დიათეზის, დერმატიტის, ეგზემის ქრონიკული დაავადებების დროს და ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში.
გვირილას მიღება შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.
მისი ნაყენი ამცირებს კუჭ-ნაწლავში დუღილის პროცესს, მუცლის შებერილობას, ხსნის კუჭის სპაზმებსა და ლორწოვანას გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ გვირილის ჩაის, ნახარშს აბაზანისთვის, კომპრესად და პირში გამოსავლებად, ასევე გრიპის სამკურნალოდ.
თუ შეგაწუხათ ჭვალმა, ნერვიულობა დაგჩემდათ, ცუდად გძინავთ, სწრაფად ღიზიანდებით, მედიცინა გვირჩევს მიიღოთ გვირილის ჩაი ან ნახარში.
გარდა ამისა, გვირილა არის გაახალგაზრდავების ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გამოიგონეს უძველეს დროში ცნობილმა ბუდისტმა ბერ-მონაზვნებმა. რეცეპტი ძალიან მარტივია:
შეურიეთ ერთმანეთს 100-100 გ კრაზანა, გვირილა, ნეგო და არყის ხის კვირტები, 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათი გააჩერეთ. დალიეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას, სახსრების მოქნილობას, ხელს უშლის წონაში მომატებას, შველის ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს…
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
მეტეორიზმის დროს: 6 წილი გვირილის, 4 წილი კატაბალახას ფესვების და 1 წილი კვლიავის 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 1/2 ჩ/ჭ დილას და საღამოს.
ღრძილების ანთების დროს თითო ჩ/კ შვიტას, ნარგიზულას და გვირილის ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 3 წუთი ადუღეთ; 30 წუთის შემდეგ გაწურეთ და გამოივლეთ პირში 5-6-ჯერ დღეში.
გადაღლილობისა და უძილობის დროს დამამშვიდებელი ჩაისთვის 1 ჩ/კ გვირილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 10 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ თაფლიან წყალთან ერთად ძილის წინ.


ალუბალი ართრიტისგან დაგიცავთ

ამერიკის ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ალუბლის ახალი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ალუბალს ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია.ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. საერთოდ, ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს.
მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე სასარგებლო ცოცხალი ხილია.


წიწვების სასმელი ვიტამინებით მოგამარაგებთ

ეს მარადმწვანე მცენარეები, თავიანთი განუმეორებელი არომატითა და სამკურნალო თვისებებით, სამართლიანად იმკვიდრებენ განსაკუთრებულ ადგილს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ კოსმეტიკურ კომპონენტებს შორისაც.
ნაძვს, ფიჭვს, კვიპაროსს, თავიანთი განსხვავებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად, მსგავსი სამკურნალო თვისებები აქვთ. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტოლოგები, პარფიუმერები და მედიკოსები აქტიურად იყენებენ მათ.
წიწვებში ასკორბინის მჟავა ექვსჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში და ოცდახუთჯერ მეტი, ვიდრე ხახვში. გარდა იმისა, რომ წიწვები რეკორდული რაოდენობით შეიცავს ჩ ვიტამინს, მათში ასევე ბევრია სხვა ვიტამინები, მიკროელემენტები, ჰორმონალური ნივთიერებები, კაროტინი, ფიტონციდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ხოლო წიწვების ნაწური შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ანტიბაქტერიული და დამცველი ზემოქმედება აქვს. ძველად ნაძვის ნახარშით ბევრ დაავადებას მკურნალობდნენ და ძალას აღიდგენდნენ.
სწორედ ამ მიზეზით არცთუ დიდი ხნის წინ ამ ნივთიერების აქტიურად გამოყენება დაიწყეს იმ პრეპარატებში, რომლებიც ანთებისაგან კანის დასაცავადაა გამიზნული. წიწვების ექსტრაქტის აბაზანას მატონიზებელი ეფექტი აქვს. სპეციალისტებისთვის უდიდესი ღირებულება აქვს წიწვების ეთეროვან ზეთს. დამტკიცებულია, რომ ის სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის დაძაბულობას, გაღიზიანებას. დეპრესიის განკურნებაც კი შეუძლია. ალბათ ამით აიხსნება ჩვენი ამაღლებული საახალწლო განწყობილება.
დიდი ხნის განმავლობაში წიწვოვანთა არომატები მხოლოდ მამაკაცებისათვის იყო განკუთვნილი. ახლა ყველა ეს სურნელი შეიძლება ქალის სუნამოებშიც შეგხვდეთ. ჩამოთვლილი ღირებულებების გარდა, წიწვებს აქვს კიდევ ერთი პლუსი – მწვანე ფერი. მისი სასიკეთო ზემოქმედება ფსიქიკაზე ყველასთვის ცნობილია.
წიწვებისგან სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი სასმელი მზადდება. ადუღებულ წყალში კარგად გარეცხილი ნაძვის წიწვები, შაქარი, ლიმონის კანი ჩაუშვით და 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გაწურეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, დღეში 50-100 მლ მიიღეთ. სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: წიწვები – 40 გრ, შაქარი – 8 გრ, წყალი – 215 გრ, ლიმონის წვენი – 3 გრ, ერთი ლიმონის კანი.


ტონუსის ასამაღლებლად და ტვინის მუშაობის გასააქტიურებლად მცენარეული ნაყენები გამოიყენეთ

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ ადამიანს პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევესაც მიანიჭებს და ტვინის მოქმედებასაც გაუაქტიურებს. ამასთანავე, აგიმაღლებთ ტონუსსაც და თქვენს გუნება-განწყობაზეც დადებითად აისახება.
გვირილის ნაყენი: ერთ სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით ნახევარი საათი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი, ნაღები გემოვნებით და მიირთვით. ეს ნაყენი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო, ერთგვარი მკვებავი რამაა. ის ასევე, გამოგისწორებთ ძილის ხარისხს, თუ საღამოს, აბაზანის მიღების შემდეგ დალევთ.
კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. დადგით, დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში. ჭამის შემდეგ დალიეთ თაფლთან ან მურაბასთან ერთად.
ასკილის და ქიშმიშის ნაყენი: ქიშმიში კარგად დანაყეთ და დაასხით ადუღებული წყალი. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ ხუთი წუთით. ნახარში გადმოდგით და დაამატეთ ამავე რაოდენობის ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. სხვათა შორის, ასკილიც და ქიშმიშიც გულის კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს.
მოცვის ნაყენი: ჭიქის ერთი მეოთხედი მოცვის დაქუცმაცებული ფოთლები ჩაყარეთ ჯამში და დაასხით სამი ჭიქა ცივი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და სვით თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა.
ასკილის და მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში ასკილის ნაყოფი და შავი მოცხარის კენკრა. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათის განმავლობაში თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია გრიპის, გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.


მკურნალი კვერცხი

კვერცხს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, მაგალითად:
* ანგინის და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს, ჭამეთ ახალი კვერცხის ცილა. ხველების დროს კი რამდენჯერმე მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი კარაქის, ერთი კვერცხის გულისა და ერთი ჩაის კოვზი ფქვილის ან ორი სუფრის კოვზი თაფლის ნაზავი. გოგლიმოგლი კი ბრონქიტის დროს დამარბილებელ საშუალებად გამოიყენება.
* კვერცხის ცილა სწრაფად აქვეითებს კუჭის მჟავიანობას და უფრო ეფექტურია გულძმარვისას, ვიდრე სოდა. თუ მონელების პროცესი შეფერხებულია, ტკივილს სწრაფად მოგიხსნით ოდნავ დამარილებული კვერცხის ცილა.
* ცხელი რძის და კვერცხის კოქტეილი სწრაფად მოგიხსნით თავის ტკივილს და შაკიკის შეტევას.
* ნევრალგიის დროს მოხარშეთ კვერცხი, გაჭერით ორად და იმ ადგილას დაიდეთ ცხლად, სადაც გტკივათ. სანამ კვერცხი გაცივდება, მანამდე ტკივილიც გაგივლით.
* ამოვარდნილობის და მყესების დაჭიმულობის დროს კვერცხის ცილა, ფქვილი და სპირტი თანაბარი რაოდენობით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ, შემდეგ ბინტით მაგრად გადაიხვიეთ.
* ეგზემის დროს, ერთი კვერცხის გული აურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს და წაისვით დაზიანებულ ადგილას. კანი მალევე დაიწყებს გამოჯანმრთელებას.
* თუ მოიწამლეთ, ერთ ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალში გახსენით ერთი კვერცხის ცილა. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ნელ-ნელა. ეს ნარევი კარგია გაღიზიანებული კუჭის დასაამებლად და ნაწლავების ჩასაცხრობად.


კუჭ-ნაწლავისთვის ბალბის ნაყენი შეუცვლელია

ბალბა სამკურნალო მცენარეა და მას ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალო მედიცინის რეცეპტებში. მისი ყვავილები და ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს, A პროვიტამინს, C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, მინერალურ მარილებს, შაქარს და ფიტოსტეროლს. ყვავილები აგრეთვე შეიცავს ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ამ მცენარის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტური, ხველების საწინააღმდეგო საშუალება. ბალბის დამტკბარი ნახარში კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლის, სასუნთქი გზების ანთების, ასევე, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროსაც.
ნაყენი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: ოცი გრამი ბალბა ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ორასი მილილიტრი წყალი (ერთი ჩაის ჭიქა), დაახურეთ კარგად თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, დაახლოებით, ოცი წუთი. შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. დარჩენილი ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი ასევე კარგია საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროსაც.
აგრეთვე, ბალბა, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის, გარეგანი კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების დროს. ამისთვის ნაყენი ასე მოამზადეთ: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალბის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაახლოებით ხუთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ნაყენი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპით.


ჭამეთ კამა და გაიწმინდეთ სისხლი ლიმონის, ფორთოხლისა და თაფლის ნარევით

კამა შეუდარებელია მათთვის, ვინც ცელულიტს ებრძვის. მისი გამოყენება სხვადასხვა სახით შეიძლება, როგორც ცოცხლად, ისე მოხარშული.თუ ძალიან მოგშივდათ, დაღეჭეთ კამა. რამდენიმე წუთში თავს დანაყრებულად იგრძნობთ. ამ ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის ეფექტურ წვას, ორგანიზმიდან აქტიურად გამოაქვს დაგროვილი წიდები. წმენდს სისხლს ტოქსინებისგან, ასევე, ახდენს თირკმლის ფუნქციის სტიმულირებას, რადგან მას გააჩნია სუსტი შარდმდენი ეფექტი.
ლიმონის, ფორთოხლისა და ნატურალური თაფლის ნარევი კი წმენდს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ორგანიზმს არტერიული წნევის შენარჩუნებაში. ის სპობს სტენოკარდიის, ინფარქტის და თავის ტვინში სისხლჩაქცევების ალბათობას.აიღეთ ორი ცალი ლიმონი და ორი ცალი ფორთოხალი. გარეცხეთ, დაჭერით კანიანად, გამოაცალეთ თესლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ ნარევი მინის ჭურჭელში. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შედგით მაცივარში.მიიღეთ ორ-ორი ჩაის კოვზი, დღეში ორჯერ ჩაისთან ერთად, ან ჭამამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე.


თავშავა უძილობის, ნევროზის, სისხლძარღვების სპაზმის, უმადობისა და გაციების დროს დაგეხმარებათ

თავშავა უნიკალური სამკურნალო მცენარეა. მის პრეპარატებს გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, საჭმლის მომნელებელი, წნევის დამწევი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი. შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს ორი ჩაის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ მარლაში და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილის დროს, ოთხ სუფრის კოვზ თავშავას დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი და სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით საწოლში.
ნევროზის ან უძილობის დროს ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ დაახლოებით, ერთი საათი, გადაწურეთ და დალიეთ სამი სუფრის კოვზი ნაყენი, დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსი ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შედეგს დააკვირდით.
გაციების, გრიპისა და ხველების დროს, ორ ჩაის კოვზ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე, გამოჯანმრთელებამდე.


სასარგებლო “სარეველები”

სამყურას, ჭინჭრის, ვირისტერფას და ბაბუაწვერას ყვავილები სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს.
მაგალითად, სამყურა შეიცავს C და E ვიტამინებს, კაროტინს, ეთეროვან ზეთს, მისი ნახარში და ნაყენი საუკეთესო შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა, აძლიერებს იმუნიტეტს. გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარ სალათის რეცეპტს: ცოტ-ცოტა სამყურა, ჭინჭარი, მწვანე ხახვი, მჟაუნა წვრილად დაკეპეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა გემოვნებით. მოასხით არაჟანი.
ჭინჭარში ჩ ვიტამინი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონსა და ფორთოხალში, შეიცავს ბევრ კალციუმს, რკინასა და ცილებს, ჭინჭარი სუპერპროდუქტია, რომელიც ებრძვის ავიტამინოზს და აძლიერებს იმუნიტეტს.
ავიტამინოზის დროს 2 წუთის განმავლობაში ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ 100გ ჭინჭარი, დააქუცმაცეთ, დაამატეთ წინასწარ მომზადებული ფეტვის ფაფა, გააკეთეთ გუნდები და გამოაცხვეთ აირღუმელში.
ძველად რომში მიაჩნდათ, რომ პიტნა აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. შეიცავს ბევრ ეთეროვან ზეთს და მათ შორის მენთოლს, აქვს სასიამოვნო არომატი და გამაგრილებელი თვისება.
დეპრესიის დროს – 400გ მარწყვი, 50გ პიტნა, 20გ რეჰანი, ცოტა შაქარი, 1 ცალი ლიმონი, 1 ლაიმა ბლენდერით დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200 მლ შამპანური და კიდევ აურიეთ.


ჟოლო დეპრესიისგან გიხსნით

ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?
1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.
2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.
3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.
4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
5. C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.
6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.
7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია.
8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.
9. ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.
ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა.
იმისათვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწრურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.


ჟოლო დეპრესიისგან გიხსნით

ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?
1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.
2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.
3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.
4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
5. C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.
6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.
7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია.
8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.
9. ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.
ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა.
იმისათვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწრურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.


კიტრი სიცხის დამწევი საშუალებაა

კიტრში 95% წყალია, 5% – ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5% შაქრები, 0,4-5% კი მინერალური ნივთიერებებია. კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და  A  პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმს და ეთერზეთებს. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.
კიტრი ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება. პექტინები, რომელსაც კიტრი შეიცავს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ლპობის პროცესებს. აძლიერებს კუჭ-ნაწლავში პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხელს უშლის წონაში მომატებას, კანს უნარჩუნებს ტონუსსა და ელასტიკურობას, კლავს წყურვილს.
ღვიძლისა და თირკმლებით დაავადებულებს ენიშნებათ კიტრით განტვირთვის დღეები. გასტრიტისა და წყლულების გამწვავების დროს რეკომენდებულია თაფლგარეული კიტრის წვენის მიღება: 1ს/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ასევე შეგიძლიათ კიტრს დააყოლოთ თაფლი.
უძველესი დროიდან იყენებენ კიტრს კოსმეტოლოგიაში. ნაოჭების გასასწორებლად სახეზე 10-15 წუთით კიტრის ნაჭრები უნდა დაიდოთ.
კიტრისგან შეიძლება სახის გამწმენდი ლოსიონების დამზადება.
1. გახეხილი კიტრი რამდენიმე ფენა მარლაში გაწურეთ, წვენს დაასხით ორჯერ მეტი სპირტი და შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში. გამოყენებისას ლოსიონი წყლით გააზავეთ (1:2).
2. 5 საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ, დაამატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის ყვავილების ფურცლები, დაასხით 1/2 ლ არაყი და 3 კვირა გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ. გამოყენებისას 1/2 ჭიქა ნაყენს დაამატეთ 1/2 ჩ/ჭ ანადუღარი თბილი წყალი, 1ს/კ გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით. სახე დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდობას და, რაც მთავარია, ნაოჭებიც გაქრება.


ხალხური მედიცინა გვთავაზობს

კუჭის წყლულის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო ჭიქა სტაფილოს და უმი ჭარხლის წვენი, 1 ს/კ ალოეს ნაყენი (ფოთოლი 3 წელზე მეტი ხნის უნდა იყოს), 250 გ თაფლი, 2 ჭიქა ღვინო. ჩაასხით მუქი ფერის ჭურჭელში, 7 დღე გააჩერეთ ცივ და ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. უნდა მიიღოთ 3 ლ, შეისვენოთ 20 დღე, გაიმეოროთ კურსი და ისევ შეისვენოთ. სულ სამი კურსია.
მშრალი ხველის დროს:
1. დაღეჭეთ 15 ცალი ფიჭვის წიწვი, წვენი გადაყლაპეთ, წიწვი კი გადმოყარეთ.
2. ჩაის კოვზით შაქარი გაადნეთ ცეცხლზე, როდესაც შაქარი თაფლისფერი გახდება, კოვზი ჩადეთ ცივ წყალში. შაქარი გამაგრდება კარამელივით. შეჭამეთ კარამელი და დააყოლეთ ტკბილი წყალი. ხველება გაგივლით.
ბრონქიტის დროს:
1. ემალის ჭურჭელში ჩაყარეთ 1ს/კ სალბი, დაასხით 1ჩ/ჭ რძე, თავდახურული დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გააჩერეთ და თბილი ნაყენი მიიღეთ ძილის წინ.
2. 2 ს/კ ნაღების ახალ კარაქს დაამატეთ 2 კვერცხის გული, 1ს/კ პურის ფქვილი, 2 ჩ/კ თაფლი და კარგად აურიეთ. მიი=ღეთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.
მაღალი წნევის დროს: 2 ჩ/ჭ ჭარხლის წვენს დაამატეთ 1/5 ჩ/ჭ წითელი მოცხარის წვენი, 1 ჩ/ჭ არაყი, 250 გ თაფლი და 1 ცალი ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ჭიების სამკურნალო უსაფრთხო და ეფექტიანი წამალი: ნახევარ ბროწეულს (ქერქიანად) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ. მიეცით პატარას რამდენიმე ყლუპი დღეში 3-4-ჯერ. ჭიების მოსასპობად 3-4 ჩ/ჭ საკმარისია.
გთავაზობთ მეჭეჭების სამკურნალო რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
1. 2 ცალი ლიმონის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1/2 ჩ/ჭ 30%-იანი ძმარი, მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ 7-8 დღე, შემდეგ გადაწურეთ. ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონი და დღეში 3-4-ჯერ დაიდეთ მეჭეჭზე.
2. ლეღვის ქორფა ყლორტი გადატეხეთ, ყლორტიდან გამოსული რძე წაისვით მეჭეჭზე, გაიმეორეთ ერთი კვირა ყოველდღე.
3. მეჭეჭზე წაისვით ქრისტესისხლას გადატეხილი ღეროდან გამოსული წვენი.
4. დაქუცმაცებული ნივრის კბილი დაიდეთ მეჭეჭზე და დაიმაგრეთ. კანი რომ არ დაგეწვათ, 2 საათის შემდეგ მოიცილეთ.
თუმცა მედიკოსები გვირჩევენ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მეჭეჭების მკურნალობისგან თავის შეკავებას (განსაკუთრებით ტუჩებსა და ქუთუთოებზე), რათა არ გამოიწვიოს გართულებები.


გაიძლიერეთ იმუნიტეტი ასკილის ნაყენით

ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ამიტომ მისი მიღება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ადამიანისთვის უბრალოდ აუცილებელია.
ასკილის პრეპარატები კი გამოირჩევა მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისკლეროზული თვისებებით. ის ამაგრებს ძარღვების კედლებს, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ასკილის ფესვებისგან დამზადებული წამლები ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ქვების დაშლას. ასევე, ის კარგი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური საშუალებაა.
ჰიპერტონიისა და ნაღველში ქვიშის დაგროვების დროს ხუთი სადილის კოვზ კარგად დანაყილ ასკილის ფესვებს დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 15-10 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მისაღებად და ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი გაიმეორეთ სამჯერ, ორკვირიანი შესვენებებით.
ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის დროს შეგიძლიათ, მიიღოთ ასკილის ნაყოფის წვენი ან ასკილის ნაყოფის ზეთოვანი ექსტრაქტი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ.
გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ნევროზის დროს კი, სამი სადილის კოვზი დანაყილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შემთბარი ნაყენი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენი გრილ ადგილას შეინახეთ.
ქოლეცისტიტისა და ავიტამინოზის დროს, ერთი სუფრის კოვზ დანაყილ ასკილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დაადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი მესამედი ჩაის კოვზი შემთბარი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე თხუთმეტი წუთით ადრე. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ასკილით მომზადებული წამლები და ნაყენები არ შეიძლება, მიიღოთ თუ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თრომბოფლებიტი, ენდოკარდიტი ან დაქვეითებული სისხლის მიმოქცევა გაწუხებთ.


სატაცური – უძველესი კულტურა

სატაცური ჯერ კიდევ უძველეს დროში საბერძნეთში დელიკატესად ითვლებოდა. ეს მცენარე ბევრ ვიტამინსა და მინერალურ მარილებს შეიცავს. დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, A პროვიტამინით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და თუთიით. მის ყლორტებში ბევრი სასარგებლო აზოტოვანი ნივთიერებაა, ხოლო ნივთიერება ასპარაგინი ამ მცენარეს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. სატაცურის ოჯახის 100–ზე მეტი სახეობა არსებობს, აქედან საჭმელად ცოტა გამოდგება. განასხვავებენ მწვანე, თეთრ და იასამნისფერ სატაცურს. კლასიკური – თეთრი უსინათლო პირობებში მოჰყავთ და უნაზესი გემოთი გამოირჩევა. მწვანესა და იასამნისფერს ოდნავ მდოგვის გემო წაჰკრავს.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარ ყლორტებს, ფესვებსა და ნაყოფს სამკურნალო თვისებები აქვს. სატაცური წნევის დაწევას ეხმარება, გულისა და თირკმლების მუშაობას ააქტიურებს. მასში არსებული ფენოლის ნაერთები სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს განაპირობებს.
სატაცურის წვენი ეფექტური შარდმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა. ის ასევე საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, სასიცოცხლო ტონუსსა და პოტენციას ამაღლებს. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავის, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე.


მცენარეული ზეთები

ზეთები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ვიტამინსა და შეუცვლელ ცხიმმჟავას, დიეტოლოგები გვირჩევენ, ყოველდღე შევიტანოთ მენიუში. თუმცა გვაფრთხილებენ,
რომ ზოგიერთი ზეთი გაცხელებისას მთლიანად კარგავს სამკურნალო თვისებებს, ზოგიერთი კი სიცოცხლისთვის საშიში ხდება. ერთი და იმავე ზეთის რამდენჯერმე გაცხელებისას მასში ჩნდება კანცეროგენური ნივთიერებები. ასე რომ, ზეთის შეძენამდე ყურადღებით წაიკითხეთ სპეციალისტების რეკომენდაციები.
გაგაცნობთ ზოგიერთი ზეთის თვისებას:
– ქოქოსის ზეთი მდიდარია ლაურინის მჟავათი, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმს, შედგება 90%-იანი ნაჯერი ცხიმისგან და ძალიან კალორიულია. ის მაღალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
– სელის ზეთი მდიდარია (ომეგა-3) ცხიმოვანი მჟავებით (60%), რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, შველის კუჭის შეკრულობას, გამოიყენება სალათების შესაკაზმად.
– ბრინჯის ზეთი E ვიტამინის წყაროა, შეიცავს სამ ნატურალურ ანტიოქსიდანტს. ტოკოფეროლს, ტოკოტრინოლს და ორიზანოლს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს. უძლებს 254 0ჩ ტემპერატურას, ძალიან ცხიმიანია.
– არაქისის ზეთი აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, მდგრადია თერმოტემპერატურისადმი, გამოიყენება შესაწვავად.
– ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ძალიან სასარგებლოა ცივად გამოხდილი, გამოიყენება კერძების მოსამზადებლად და სალათების შესაკაზმად. უძლებს 180 0ჩ-ს.
– შირბახტის (ქუნჯუთის) ზეთი შეიცავს E ვიტამინს. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის მუშაობას. ამატებენ მზა საკვებს, რადგან სწრაფად იწვის. გამოიყენება მარინადებისა და სალათების შესაკაზმად.
– მზესუმზირის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც გვიცავს ათეროსკლეროზისგან. E ვიტამინი აუცილებელია ღვიძლის უჯრედების, სისხლძარღვებისა და ნერვული ბოჭკოებისთვის. გამოიყენება შესაწვავად, ჩასაშუშად და სალათების შესაკაზმად.
– თირკმლის სოკოს ზეთის გამოსახდელად თირკმლის სოკოს ასხამენ ზეითუნის ან ყურძნის ზეთს და აჩერებენ გარკვეული დროით.
– კედრის კაკლის ზეთი მდიდარია მჟავებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. შეუცვლელია ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის პრობლემების დროს. რეკომენდებულია კერძების შესაზავებლად.
– ნიგვზის ზეთი შეიცავს A, E, C, B ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს (თუთიას, სპილენძს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს). აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, უცვლელია მარინადების, სალათებისა და თევზის შესაკაზმად.
– ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, უძლებს მაღალ ტემპერატურას, აქვს სასიამოვნო გემო და არომატი, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, იყენებენ სალათებისა და მარინადების შესაკაზმად.
– სიმინდის ზეთი მდიდარია F და E ვიტამინებით, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. გამოიყენება სალათების შესაზავებლად, სოუსების მოსამზადებლად.


კამა – არა მარტო სურნელოვანი…

კამა სამკურნალო მცენარეა. ეთერზეთებით მდიდარია როგორც თვით მცენარე, ისე მისი თესლიც. კამა საუკეთესო მადის აღმძვრელია, ხელს უწყობს საკვების სწრაფად და სრულფასოვნად მონელებას, მდიდარია უჯრედისებით და შესანიშნავად წმენდს საჭმლის მონელების ტრაქტს.
სურნელოვანი კამა შეიცავს დიდი რაოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტებს, ამიტომ იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისათვის. აქვს ბაქტერიციდული (ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში), სპაზმოლიზური (ხსნის გლუვი კუნთების სპაზმებს), სისხლძარღვთა გამაფართოებელი (აადვილებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში,) ჰიპოტენზიური (ასტიმულირებს შარდის გამოყოფას), ანთების საწინააღმდეგო (აქრობს ყოველგვარ ანთებას), კარდიოტონური (აქვს გულის მატონიზებელი ეფექტი), სედაციური (აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვებს), ბრონქოლიზური (ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, რითაც ხელს უწყობს სუნთქვის რეგულირებას), ამოსახველებელი (ათხელებს ნახველს და გამოდევნის), ნაღველმდენი (ხელს უწყობს მის გამოყოფას), საფაღარათო (აუმჯობესებს პერისტალტიკას, შველის შეკრულობას), აჩქარებს წყლულების, ოპერაციის შემდგომი ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.
კამა სასარგებლოა სტაფილოს წვენთან ერთად – თვალებისთვის, ხსნის გულის ტკივილს კორონალური უკმარისობის დროს, 1ჩ/კ გამხმარი კამა – კრუნჩხვასა და ჭვალს, მუცლის ძლიერ ტკივილს, ამავე რაოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (არ გადაყლაპოთ) ამშვიდებს ძლიერ ხველებასა და მოხრჩობის შეგრძნებას,  ლაქტოგენური თვისებების (რძის წარმოქმნა) გამო რეკომენდებულია მეძუძური დედებისთვის. კამის წყალს ასმევენ პატარებს ჭვალის მოსახსნელად. კამის თესლის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და ხსნის შებერილობას.
გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს:
უძილობის დროს: 1. 1ს/კ გამხმარი კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ 1ს/კ თაფლი და დალიეთ.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებისას ეს ნაყენი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 2ს/კ, მეტეორიზმის დროს კი 1-2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
2. 50 გ კამის თესლს დაასხით 0,5ლ პორტვეინი, 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50 გ ძილის წინ.
3. თავის ტკივილის დროს 1ს/კ ხმელ კამას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ ცივი ნაყენი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
4. ჰიპერტონიული დაავადებების დროს მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე კამის 1ჩ/კ გამხმარი თესლი, დააყოლეთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში (კამის ნახარში ასე მოამზადეთ: 3ს/კ დანაყილ კამას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ).


გავიძლიეროთ იმუნიტეტი

ზამთარში, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ადამიანის იმუნიტეტი ქვეითდება. ექიმები გვირჩევენ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად “სასწაულმოქმედი” წამლების მაგიერ ვიხმაროთ ძველი, გამოცდილი ხალხური საშუალებები, რომლებიც არაერთ თაობას დაეხმარა:
ნიორი. 1. ყოველდღე ან დღეგამოშვებით შეჭამეთ თითო კბილი ნიორი.
2. 2-3 დანაყულ ნივრის კბილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი ნაყენი გამოივლეთ ყელში.
ცირცელი. 2 ს/კ გამხმარ ცირცელის ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-3-ჯერ დღეში. ცირცელის სამკურნალო თვისებებს აუმჯობესებს თაფლი.
წითელი ფერის საკვები. მაგალითად, ესპანელები იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიირთმევენ წითელ ხორცს, ღვიძლს, თირკმლებს და ცხიმიან წითელ თევზს. გარნირად იყენებენ ზეითუნის ზეთით შენელებულ სტაფილოს, წითელ წიწაკას, პომიდორს და სვამენ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს.
ასკილი. 8 ს/კ გამხმარ ასკილის ნაყოფს დაასხით 4 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 4 ს/კ შაქარი და 10 წუთი ადუღეთ. გააჩერეთ 4 საათი, გაწურეთ, ჩაასხით მინის ბოთლებში. სვით მთელი დღის განმავლობაში.
ხახვი. 250 გ წვრილად დაჭრილ ხახვს დაამატეთ 200 გ შაქარი, დაასხით 0,5 ლ წყალი და 0,5 საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაცივების შემდეგ დაამატეთ 2 ს/კ თაფლი, გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლებში. სვით თითო ს/კ ნაყენი 3-5-ჯერ დღეში (საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გაცივების დროს).
ბოლოკი და თაფლი. შეურიეთ ერთმანეთს ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ბოლოკისა და სტაფილოს წვენი, 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ლიმონის (ან შტოშის) წვენი. სვით თითო ს/კ ეპიდემიის დროს დილა-საღამოს.


ყველაფერი ჯანჯაფილის შესახებ

ჯანჯაფილი (იმბირი) ერთ-ერთი უძველესი საკაზმია. ჯანჯაფილის ფესვი, როგორც სანელებელი, უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთ ინდოეთი. მის შესახებ მოიხსენიებდა ჯერ კიდევ კონფისიუსი ჩვ. ერამდე 500 წლის წინ. მას მწარე გემო აქვს და მიაკუთვნებენ ე.წ. ”ცხელ” სანელებლებს. ამასთან გამხმარ ჯანჯაფილს უფრო მწარე გემო აქვს. მის არომატს განაპირობებს მასში ეთერზეთების არსებობა (1,2-3%), ხოლო სიცხარეს – ფენოლის მგავსი ნივთიერება – გინგეროლი.
მედიცინაში ჯანჯაფილი გამოიყენება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
ჯანჯაფილი მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს. ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა. გამოიყენება გაცივების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულობის დროს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას და პირღებინებას ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ორსულთა ჰიპერემეზისი. ამასთან ის უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფზე. მაგ. გულისრევისაგან დაგიცავთ ჯანჯაფილის ჩაი (2,5-5 სმ სიგრძის ან დაახლოებით 60-90 გრ ნედლი ჯანჯაფილის ფესვი და 250გრ წყალი).
ყურადღება! ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება იმ ქალებისათვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ქონდათ სპონტანური აბორტი.


ლამბლიოზა – “ჭუჭყიანი ხელების” დაავადება

ლამბლიოზით (ჭიებით) შეიძლება დაავადდეთ არა მარტო ჭუჭყიანი ხელებით, არამედ გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულით, ხელის ჩამორთმევით და ყოფითი საგნებითაც.
ლამბლიოზის მკურნალობა ძალიან იოლია, რადგან არსებობს უამრავი წამალი, რომელიც უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. გახსოვდეთ, ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ.
გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს:
1. 5 გ არყის კვირტებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი, 15 წუთი ადუღეთ, გააჩერეთ 1 საათი და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 10 დღე. შეისვენეთ და 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ (სულ სამჯერ).
2. 20 გ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 საათი. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 2-ჯერ დღეში. ზუსტად იმდენჯერვე გაიმეორეთ, რამდენიც წინა რეცეპტით.


ვუმკურნალოთ პაროდონტიტს

პაროდონტიტი ღრძილებისა და კბილების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლის დენა
კბილების სერიოზული პრობლემის ნიშანია, ამიტომ მაშინვე უნდა მივმართოთ სტომატოლოგს. მკურნალობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად, შეიძლება გამოიყენოთ ხალხური საშუალებაც.
1ს/კ სოჭის წიწვებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თავდახურული, გაწურეთ და 1/4 ჩ/ჭ ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. იგივე ხსნარი გამოივლეთ პირში დილა-საღამოს.ასევე დაგეხმარებათ მუხის ქერქისა და კოთხუჯის ნაყენი (აფთიაქებში იყიდება).


გვირილის აბაზანა გამონაყარს შველის

თანამედროვე კოსმეტიკას ფართო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ დროის მიერ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს ყველაზე მოდური ქალბატონებიც კი მიმართავენ.სახეზე გამონაყარი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და ყველაზე მხიარულ გოგონასაც კი უფუჭებს განწყობას. გამონაყარმა რომ არ შეგაწუხოთ, გვირილა, ორკბილა და ჩვეულებრივი საკვები სოდა გიშველით.გვირილა ან ორკბილა ჯამში ან პატარა ქვაბში მოხარშეთ. ჯამი გადმოდგით, მცირე ხნის შემდეგ, ისე, რომ სახე არ დაგეწვათ, სახე ორთქლს მიუშვირეთ და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ. ორთქლის აბაზანა 10 წუთი მაინც უნდა მიიღოთ. თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ პირსახოციდან თავი გამოყოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. მას შემდეგ, რაც სახეს კარგად დაიორთქლავთ, აიღეთ საკვები სოდა და სახეზე გამოყრილ შავ წერტილებზე გულმოდგინედ შეიზილეთ, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოებში. სოდა პრობლემურ ზონებს ამოასუფთავებს. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ზეითუნის ზეთი წაისვით. შედეგს რამდენიმე “სეანსის” შემდეგ მიაღწევთ. შეგიძლიათ, გვირილა და ორკბილა მონაცვლეობით გამოიყენოთ.


ალოე – მისი  სამკურნალო თვისებები

ალოე სამკურნალო,  მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა,მას “სიცოცხლის გამახავგძლივებელ ელექსირს” უწოდებენ.ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, სადაც მისი  სიმაღლე  4 მ-ის  აღწევს.  საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა და სამკურნალო საშვალება. მას აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა. როგორც წესი, ფოთლები ზემოთ ქმნიან როზეტს. ფორმით წაგრძელებულ-მახვილისებრია, ეკლისმაგვარი კიდეებით. საყვავილე ისარი მაღალია, რომელიც მთავრდება წითელი ან ყვითელი ლამაზი ფერის გრძელი მტევანა ყვავილედით.
ალოე იზრდება ნახევრადუდაბნოებში. აქვს წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, რაც უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში.
მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება როგორც წვენის ასევე პრეპარატების სახით.გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს პრეპარატები გამოიყენება სხივური დაზიანებების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დროს, ის ცნობილია როგორც მასტიმულირებელი საფაღარათო და ქოლერეზული საშვალება , მას ხშირად ხმარობენ რქოვანის და თვალის დაავადებების, ტრამვების , ეგზემების ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროსაც. მისი მცირე დოზებით (0,05-0,2 გ) მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას. ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.
ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია.. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.
ალოეს წვენი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. დიდი დოზებით მისი  მიღება (0,5-1,0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს.
ალოეს გამოყენებისას უნდა ავიღოთ მცენარის შუა და ქვედა ნაწილები ჩვენს პირობებში ალოეს ფოთლები მცირე ზომისაა. ამიტომ წვენის მისაღებად ფოთლებს ჯერ  წნეხავენ და შემდეგ აორთქლებენ.
ალოეს ნედლ წვენს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუარიცხვებამდე წურავენ. ეს შემდეგნაირად კეთდება: შეაგროვეთ ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ-ს აღწევს და სამი წლისაა. კარგად გარეცხეთ ადუღებული წყლით, დაჭერით პატარა, 0,2-0,3 სმ ზომის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ.-ით ადრე.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტი ალოეთი მკურნალობის დროს:
 ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) – 100 გ, ფუტკრის თაფლი – 100 გ, გახსენით1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
 გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
 დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.
 მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს    წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინტერვალით.
 ნედლი ფოთლების წვენი გა­მოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად – 8-10 წვეთი ერთ ჯერ­ზე.
 დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიი­ღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
 ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო     მისი წვენი ღვინოსთან შერეული თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ალოეს პრეპარატების  მიღება არ შეძლება ფეხმძიმეთათვის ორსულობის 7 თვის შემდეგ, ჰემოროიდული და საშვილოსნოდან სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის მწვავე მოშლილობის, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების და ცისტიტის დროს.


როგორ ვებრძოლოთ სტომატიტს?

სტომატიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მასთან საბრძოლველად უებარი საშუალებაა გვირილის ნაყენი. ამ ნაყენის დასამზადებლად საჭიროა 1 სუფრის კოვზი გივრილას გამხმარი ყვავაილები. ყვავილებს უნდა დავასხვათ  ერთ ჭიქა ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი, ამის შემდეგ გადავწუროთ და გავაგრილოთ. ეს ნაყენი უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში დღეში ოთხჯერ. გამოვლების დროს სითხე პირში უნდა ჩავიგუბოთ და გავაჩეროთ 10 წამი.


როგორ გამოვიყენოთ ცაცხვის ყვავილი

ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით კი მას გახდომისთვის, შარდის ბუშტის ანთებისთვის (ცისტიტი), ოფლის მოდენისთვის იყენებენ. განსაკუთრებით კარგია ცაცხვის ყვავილი გახდომის მსურველთათვის.
ცაცხვის ყვავილის ნაყენი გახდომის მსურველთათვის:
თერმოსში ჩაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5 სუფრის კოვზი ცაცხვის გამხმარი ყვავილი. ეს ნაყენი მთელი ღამე უნდა გავაჩეროთ. ეს ნაყენი უნდა მივირთვათ დღეში ორჯერ ერთი ჩაის ჭიქის ოდენობით. აუცილებელი პირობაა, რომ ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე დავლიოთ. პროცესი უნდა გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში. .
ცაცხვის ყვავილი უებარია გაციების დროს, ყელში გამოსავლებად.
გაციების შემთხვევეში უნდა ავიღოთ ნახევარი ჩაის კოვზი ცაცხვის გამხმარი ყვავილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ეს ნაყენი უნდა დალიოთ ძილის წინ, როგორც სიცხის დამწევი და ოფლმდენი.
ცისტიტის დროს უებარი შემდეგი რეცეპტი: ერთი ჩაის ჭიქა ცაცხვის გამხმარი ყვავილი უნდა ჩავყაროთ ერთ ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და გავაჩეროთ ერთი საათი თბილ ადგილას, გადავწუროთ და დალიეთ დღეში სამჯერ 100-100 მლ.


ხალხური მედიცინის რჩევები

მარილების დაგროვების დროს:
– 25 გ კოწახურის ქერქს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში. ფეხმძიმეებმა ეს ნაყენი არ უნდა გამოიყენონ.
– 1ჩ/ჭ დაქუცმაცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მარილებს შველის ასევე ნედლი მოცვი ან მოცვის მურაბა.
კბილის ტკივილის დროს:
1. 1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და თბილი ნაყენი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარას, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი და გამოივლოთ თბილი.
2. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე; გააგრილეთ და გამოივლეთ.
3. ყინულის ნატეხი გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ ლოყაზე რამდენიმე წუთით. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ტკივილი ყუჩდება.
4. არ შეიძლება მტკივნეულ კბილზე სპირტიან ხსნარში ან ეთილის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის დადება – ეს გამოიწვევს ღრძილების დამწვრობას.


რა იწვევს პიელონეფრიტს და როგორ ვიმკურნალოთ ხალხური მედიცინით

პიელონეფრიტი გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზი უფრო ხშირად სხვადასხვა ბაქტერიებია, მაგალითად, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკი, რომლებიც თირკმელებში ინფექციის სხვადასხვა კერიდან ხვდება, კერძოდ, სისხლიდან, ლიმფიდან ან შარდსაწვეთის არხიდან. თირკმლის მენჯსა და ფიალებში მოხვედრილი ინფექციის შედეგად მის ლორწოვან გარსში განვითარებული ანთება შემდგომში მთელ თირკმელზე ვრცელდება, ზიანდება თირკმლის ქსოვილი, მილაკები, ირღვევა ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა.
პიელონეფრიტის პირველი კლინიკური სიმპტომები ჩნდება სხვადასხვა ავადმყოფობის, მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადების, ანგინის, ქუნთრუშის, დიზენტერიისა და სხვათა მიმდინარეობის ან მათი ჩამთავრების შემდეგ.
თავიდან ქრონიკული პიელონეფრიტი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფობის გამოვლინება შეიძლება, მოხდეს გადატანილი ცისტიტის შემდეგ ან შემთხვევით, შარდის ანალიზის გამოკვლევისას შარდკენჭოვანი დაავადების ან ჰიპერტონიის დროს. ქრონიკული პიელონეფრიტის საერთო სიმპტომებია მომატებული ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, გულისრევა, ანემია, კანის სიმშრალე, არტერიული ჰიპერტონია. შეიძლება აღინიშნოს ტკივილი წელის არეში, შარდის გამოყოფის დარღვევა და ასე შემდეგ.
ხშირად, პიელონეფრიტი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი ხდება, რის გამოც ყალიბდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამიტომ, ეს დაავადება სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით არის მიზანშეწონილი, რადგან ანტიბიოტიკების უმრავლესობა ნეფრიტოქსიკურია.
ფიტოთერაპიაში არსებობს პიელონეფრიტის მკურნალობის რეცეპტები, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ამ დაავადების უკან დასახევად.
მაგალითად:
* 20 გრამ დათვის კენკრას, 20 გრამ წითელი მოცვის, 20 გრამ მრავალძარღვას, 10 გრამ შავი მოცხარის ფოთოლს, 10 გრამ არყის ხის ფოთლებს, 20 გრამ ჭინჭრის ფოთლებს, 60 გრამ ასკილის ნაყოფთან ერთად ერთმანეთში აურევთ. ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 2-3 საათი. 100 გრამი ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
* 10 გრამ არყის ხის ფოთოლს, 10 გრამ დათვის კენკრას, 100 გრამ შვიტას ბალახს, 10 გრამ ბაბუაწვერას ძირს, 20 გრამ ღვიის ნაყოფს, 20 გრამ წითელი მოცვის ფოთოლს, 20 გრამ სელის თესლს, 10 გრამ ძირტკბილას ძირს ერთმანეთში აურევთ. ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათით თერმოსში. მიიღეთ ას-ასი გრამი დღეში 4-ჯერ, საჭმლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია დიეტა. მდგომარეობის გაუმჯობესებისას, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დაავადებებს, რომელიც ინფექციის კერაა, მაგალითად, ტონზილიტს, ადენოდს, ქრონიკულ ცისტიტს, ურეთრიტს, გრიპს და ასევე, გახსოვდეთ, რომ პიელონეფრიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შარდის ხშირად გამოყოფა.


ხალხური მედიცინა გულის სამსახურში

სტენოკარდიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს:
ერთმანეთში აურიეთ 1 ლ თაფლი, 10 ც ლიმონის წვენი, 10 თავი დანაყილი ნიორი, ჩაასხით მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ ერთ ჯერზე ყოველდღე (ნელა ჩაყლაპეთ). ეს ულუფა 2 თვის სამყოფია.
2 ს/კ კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში. კუნელი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
10 გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ 21 დღე ბნელ და გრილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7 წვეთი თბილ წყალთან ერთად. ჩვენებები იგივეა, რაც წინა რეცეპტის დროს.
სტენოკარდიის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი, ვალერიანის ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, 3 საათი გააჩერეთ, შემდეგ დადგით ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში.
გულის ფრიალის დროს – 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, 1 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
ინფარქტის შემდეგ:
შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის წყლის სამყურას ყვავილი, ძიძოს ბალახი, კამის თესლი, პიტნის ფოთოლი, ასკილის ნაყოფი, აბზინდის ღერო. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, 6 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის მარწყვის, წყალნაწყენისა და ქაფურის ფოთლები, ქრისტესისხლა და ტიგანი, ძახველის ყვავილი. ნარევი დაფქვით და 1 ს/კ კოვზს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 2 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა თბილი ნახარში ჭამის შემდეგ.
ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილი და შვრიის ღერო. 5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ 50 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ნაყენები მიიღეთ ინფარქტიდან ნახევარი წლის განმავლობაში. ნაკრები ცვალეთ 2 თვეში ერთხელ.
რა თქმა უნდა, ეს სამკურნალო საშუალებები დამატებითია იმ მკურნალობასთან ერთად, რასაც  ექიმი დაგინიშნავთ.
გახსოვდეთ! გულის დაავადებების დროს რეკომენდებული ხალხური მედიცინის რეცეპტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. შეიძლება არასწორმა მიღებამ ან დოზის გადაჭარბებამ სავალალო შედეგი გამოიწვიოს…


მაღალი არტერიული წნევის დროს შავბალახას ნაყენი უებარი საშუალებაა

სამკურნალო მცენარე შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს და ასე შემდეგ.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოქმედება თითქმის 3-4-ჯერ აღემატება აპრობირებულ კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას ასევე იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობის და შიშების დროს.
შავბალახას ნაყენს ასე მოამზადებთ: ერთ ან ორ სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დაასხით 250 მილიგრამი წყალი. ადუღეთ, სანამ დაახლოებით, 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. დალიეთ ორი სუფრის კოვზი, დღეში რამდენჯერმე ან ნახევარი ჭიქა – დღეში ორჯერ.
ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის დასარეგულირებლად, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად. ამ შემთხვევაში, ორი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი, დადგით და გააჩერეთ დაახლოებით რვა საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
ასევე, ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დადგით ორი საათით. მიიღეთ ღვინის ჭიქით, დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
მედიცინაში, ასევე იყენებენ ნედლი შავბალახას წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. ამ შემთხვევაში ის უნდა მიიღოთ 30-40 წვეთი, დღეში რამდენჯერმე.


კენჭებისგან ჭარხალი დაგიცავთ, სიბრმავისგან – ვიტამინები, კბილის ტკივილს კი, სალბი დაგიამებთ

კენჭებისგან ჭარხალი დაგიცავთ, სიბრმავისგან – ვიტამინები, კბილის ტკივილს კი, სალბი დაგიამებთ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კენჭების დაგროვებისგან დაგიცავთ ჭარხლის სიროფის ხანგრძლივი მიღება. ეს არა მხოლოდ პროფილაქტიკური საშუალებაა, არამედ გარკვეულწილად მას შეუძლია, უკვე დაგროვილი ქვების დაშლა და ორგანიზმიდან გამოდევნა. სიროფი ასე მზადდება: გათალეთ რამდენიმე წითელი ფერის ჭარხალი, კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. ხარშეთ მანამდე, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. შემდეგ გაწურეთ და სვით დღეში ორი ჭიქა, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
სიბრმავისგან ვიტამინები დაგიცავთ. C და E ვიტამინების შემადგენლობის პრეპარატების რეგულარულად მიღება, თვალის დაავადების რისკს საგრძნობლად ამცირებს. გარდა ამისა, კვებით რაციონში ყოველდღიურად აუცილებლად ჩართეთ სტაფილო, კომბოსტო, სატაცური, ისპანახი, საქონლის ღვიძლი, თევზეული. ასევე, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ღამის ძილი.
თუ კბილი აგტკივდათ, მაგრამ კბილის ექიმთან წასვლას ვერ ახერხებთ, აიღეთ სალბი, ხარშეთ დაახლოებით, ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაიგუბეთ პირში ნახარში, ისეთი ცხელი, რასაც გაუძლებთ და მანამდე გაიჩერეთ, სანამ არ გაცივდება.პროცედურა იმდენჯერ გაიმეორეთ, სანამ კბილის ტკივილი არ გაგივლით. შედეგს კი დაახლოებით 10-15 წუთში იგრძნობთ.


გაიუმჯობესეთ ორგანიზმის მდგომარეობა სტაფილოთი

სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს უკანასკნელი კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს, თუ მას ზეთსა და არაჟანს მოასხამთ და ისე მიირთმევთ, რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს.
კაროტინის გარდა, სტაფილოში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კანის, თმის გაჯანსაღებას; სტაფილო ასევე შეიცავს ვიტამინ C-ს, იოდს, კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, მიკროელემენტებსაც და სხვა ნივთიერებებს. ვიტამინი P საუკეთესო საშუალებაა უძილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად; E ვიტამინი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს.
მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს, კანს კი – სასიამოვნო ელფერს.
თუ გსურთ, ჯანმრთელი ღრძილები და კბილები გქონდეთ, ხშირად ჭამეთ სტაფილო. ის ასუფთავებს კბილის მინანქარს საკვები ნარჩენებისგან, ებრძვის კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ მიკრობებს.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს კარგია ახალგამოწურული სტაფილოს წვენის ყელში გამოვლება. სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად კარგია ხველების დროს, რძესთან ერთად კი ბრონქული ასთმის შეტევებს ასუსტებს. უმი სტაფილო ძალიან სასარგებლოა თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. გახეხილი სტაფილოს ფაფას დამწვრობისა და იარების სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, გაუხეშებულ კანზე კი კვერცხის გულთან გაზავებული წაისვით.
ასევე, სტაფილო ებრძვის კიბოს განვითარებას. ამიტომ, ის, ვინც სტაფილოს რეგულარულად მიირთმევს, ზედმეტ საშიშროებებს აირიდებს თავიდან.


მცენარეული ნაყენები ინფექციური დაავადებებისგან დაგიცავთ და სისხლძარღვების კედლებს გაგიმაგრებთ

აქტიურ ცხოვრებაში რომ არ შეგიშალოთ რამემ ხელი და თქვენმა ორგანიზმმაც შეუფერხებლად იმუშაოს, ის დროდადრო უნდა გაათავისუფლოთ წლობით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან. ამ საქმეში კი მცენარეული ნაყენები დაგეხმარებათ.
სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს და ამაგრებს ჟოლოს ფოთლები, წითელი სამყურა, ბაბუაწვერას ძირები, მოცხარის ფოთლები, ოროვანდი, პიტნა, ვერხვის ფესვები, ნიახური, ბარისპირა, ნიორი და სხვა მცენარეები.
თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში არყის ხის, ჟოლოს, ბაბუაწვერასა და მოცხარის ფოთლები, დაამატეთ ცოტა შვიტა და ბარისპირა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადმოდგით და ერთი საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. სვით მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში.
2 სადილის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
სისხლი უზრუნველყოფს ორგანიზმის თითოეულ ორგანოს იმ ენერგიით, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ტოქსინებისგან სისხლის გაწმენდაც ამიტომ არის აუცილებელი, რაშიც თავშავა, მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, ოროვანდი, აბზინდა, შვიტა, კრაზანა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი და კულმუხო დაგეხმარებათ.
1 ჩაის კოვზ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
ძლიერი იმუნური სისტემა რომ გქონდეთ და ინფექციური დაავადებებისგან დაიცვათ თავი, აიღეთ 50 გრამი გამხმარი კულმუხოს ფესვი და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაახლოებით 15 წუთს. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ხილის ნატურალური წვენი და 50 გრამი თაფლი ან შაქარი. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ.
გახეხეთ 500 გრამი ნიორი და აურიეთ 10 ცალ ლიმონის გამოწურულ წვენში. ყოველდღიურად მიიღეთ მესამედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი ნარევი. ასე გაიუმჯობესებთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ინფექციური დაავადებებისგანაც დაიცავთ თავს.


ნიკრისის ქარი

ნიკრისის ქარი (პოდაგრა) სახსრების დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია უეცარი შეტევა, ძლიერი ტკივილი (უმეტესად ფეხის ცერისა). ქრონიკული დაავადება ხელს უწყობს სახსრების დეფორმირებას. ნიკრისის ქარს იწვევს:
ნივთიერებათა ცვლა, შარდმჟავას გამხსნელი ფერმენტების არარსებობა, ხოლო გაუხსნელი შარდმჟავას მარილები მიკროკრისტალებად ლაგდება სახსრებსა და თირკმლებში. შარდმჟავას ცვლა შეიძლება დაირღვეს გასუქების, დიაბეტისა და თირკმლების დაავადების დროს. უპირველეს ყოვლისა, მკურნალობა უნდა დაიწყოთ შარდმჟავას მარილების ნაერთების შემცირებით – რევმატოლოგების მიერ სპეციალურად შერჩეული თერაპია ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამოდევნის ორგანიზმიდან. ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია ანთებსაწინააღმდეგო, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ბალახების ნახარში.
სასარგებლოა გვირილის (აფთიაქის), ცაცხვის, შავი დიდგულას და კრაზანას ნაერთის ნახარში. პირველ რიგში, უნდა შეამციროთ ნუკლეინის მჟავას შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთებია: სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი, გული), ბულიონი, შებოლილი ხორცი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, კვერცხი, ყავა, შოკოლადი, ყურძენი, მარილიანი, ცხარე და მწარე საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტს, პურს, ყველს, კარტოფილს, ბურღულეულს.


ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ნერვებს გიშლით, გაღიზიანებთ. ამიტომ აუცილებელია დაასვენოთ გადაღლილი ნერვები. ამაში დაგეხმარებათ ხალხურ მედიცინაში ცნობილი სვია.
სვიის გირჩა შეიცავს 80% ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს. სვიით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
გთავაზობთ რეცეპტებს:
სვიის ჩაი: 1-2 ჩ/კ სვიის გირჩას დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული 10-15 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 2-3 ფინჯანი დღეში.
ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა: აბაზანაში ჩაასხით 1 ჩ/კ სვიის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში. ნერვები დაგიმშვიდდებათ.


სასარგებლო რჩევები

რამდენიმე რჩევა სამკურნალო ბალახებისგან წამლების დამზადების წინ
ნუ გამოიყენებთ ბალახს, რომელიც რამდენიმე წელია გიდევთ!
ნუ შეურევთ ერთ ჭურჭელში ერთბაშად ბევრ ბალახს!
ნუ აადუღებთ ბალახს ალუმინის, სპილენძის, თუნუქის ჭურჭელში. ამისათვის გამოიყენეთ ქაშანურის ან მინის ჭურჭელი!
ნუ მოამზადებთ ერთბაშად დიდი რაოდენობით ნახარშს. გაიანგარიშეთ რამდენი დაგჭირდებათ დღე–ღამის განმავლობაში და იმ რაოდენობის წამალი მოიმზადეთ!
ნუ ადუღებთ ბალახს დიდხანს, ნაყენი გააციეთ და ისე გაწურეთ!
ნუ დალევთ ცივ ნაყენს. თბილი უფრო დიდ ეფექტს იძლევა!
ნაყენის მოსადუღებლად ბალახებს ადუღებული წყალი დაასხით და დააყენეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში განსაზღვრული დროით!
ნაყენი სვით იმდენხანს, რამდენიც რეკომენდებულია. შეწყვეტის შემთხვევაში წამლის ეფექტი სრულიად იკარგება.
სამკურნალო მცენარეების უკუჩვენებები
ალოე – უკუჩვენება აქვს თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, საშვილოსნოდან სისხლდენის, ბუასილის, ცისტიტისა და ორსულობის დროს.
ჩვეულებრივი ანისული – შეიძლება გამოიწვიოს ფიტოდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი.
კატაბალახა – მისი ხანგრძლივი გამოყენება დიდი დოზით დაუშვებელია, ასეთ დროს მას დამთრგუნველი ქმედება აქვს. იწვევს თავის ტკივილს, პირღებინებას და არღვევს გულის მუშაობის რიტმს.
არყის ხის კვირტები – აღიზიანებს თირკმელებს, ამიტომ ექიმის კონტროლის გარეშე მისი ნაყენის სმა, როგორც შარდმდენი საშუალების, დაუშვებელია.
ბროწეულის ნაყოფის წვენი – აუცილებლად წყალნარევი უნდა მიირთვათ, რადგან ის შეიცავს ბევრ მჟავას, რომელიც კუჭს აღიზიანებს და შლის კბილის მინანქარს.
ბროწეულის ქერქის ნაყენიც საფრთხილოა, რადგან მისმა გადამეტებულმა დოზამ შეიძლება თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება და კრუნჩხვები გამოიწვიოს.
სურნელა – მიღება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში, რადგან იგი იწვევს ნაყოფის მოცილებას.
ჟენშენი – წამლები უნდა დამზადდეს წელიწადის ცივ დროს. დიდი დოზა და ხანგრძლივი მიღება იწვევს უძილობას, თავისა და გულის ტკივილს, პოტენციის დაქვეითებას.
ძახველი – იმის გამო, რომ ეს მცენარე შეიცავს პურინების გადამეტებულ რაოდენობას, მისი დიდი დოზით მიღება დაუშვებელია ნიკრისის ქარისა და თირკმელების დაავადების დროს.
ჭინჭარი – ამ მცენარეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ, რადგან მისგან დამზადებული პრეპარატები არაა რეკომენდებული მაღალი პოთრომბინის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის დროს. ასევე უკუჩვენება აქვს სისხლდენისას, რომელიც გამოწვეულია კისტით, პოლიპებითა და საშვილოსნოს სიმსივნით. ჭინჭრის პრეპარატები არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც თირკმელები აწუხებთ.
კაკალი – ნიგვზეულობისა და თხილეულის ჭამისას ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, რაც თავის წინა მხარის ტკივილებს განაპირობებს.
კბილის ტკივილის დასაამებლად
კბილის ტკივილის დროს ყოველთვის არ არის საშუალება მივმართოთ სტომატოლოგს. მოგაწვდით რჩევებს, თუ როგორ დაიამოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში:
– აიღეთ ღორის ქონის (შეიძლება როგორც ახალი, ასევე დამარილებული, ოღონდ მარილი მოაცილეთ) ნაჭერი და დაიდეთ ღრძილზე მტკივანი კბილის ქვეშ. 15–20 წუთში ტკივილი გაქრება და საკმაო ხნითაც.
– თუ ოჯახში გაქვთ სალბი (“შალფეი”), მოამზადეთ მისი ნაყენი და თბილივე ჩაიგუბეთ პირში მტკივანი კბილის მხარეს. პროცესი გაიმეორეთ რამდენჯერმე და კბილის ტკივილიც გაქრება.
– მტკივანი კბილის მხარეს, ყურში ჩაიდეთ კარგად გარეცხილი მრავალძარღვას ძირი და გაიჩერეთ ტკივილის გაქრობამდე.
– ავადმყოფს ხელზე, მაჯის შიგნითა მხრიდან უსვამენ დანაყილ ნიორს, შემდეგ ნიორს ადებენ იმ ადგილას, სადაც ისმის პულსაცია და მაგრად უკრავენ ბინტით. თუ კბილი მტკივნეულია მარჯვენა მხარეს, ნიორს მარცხენა ხელის მაჯაზე ადებენ და პირიქით.
– ასისთავას ანუ მარნისის ფოთლის წყალი იხმარება ღრძილებიდან სისხლდენის დროს, პირში გამოსავლებად.
– ასკილის თესლი იხმარებოდა ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებლად: “ვინცა ასკილის თესლი დანაყოს და დასისხლიანებულს კბილსა და ღრძილზედა დაიდვას, სისხლი დასწყუიტოს და გაუმრთელოს”.
ფიტოთერაპია
მუხის ქერქის ნახარში შემკვრელია
მუხა – წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთლოვანი ხეა. იგი ყვავილობას იწყებს 30–40 წლის შემდეგ, ცოცხლობს 400–500 წელი, ზოგიერთი მათგანი 1000–1500 წელიწადი და აღწევენ დიამეტრით 4 მ–მდე. ყვავილობს აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში, ნაყოფი შემოდის სექტემბერ–ოქტომბერში. მუხა საქართველოს ტყეებში ფართოდაა გავრცელებული, როგორც ფართოფოთლოვან, ისე შერეულ ტყეებში, ქმნის მუხნარებს. იგი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. პირველ წლებში იზრდება ძალიან ნელა, 10 წლის მუხა სიმაღლით მხოლოდ 1 მ–მდეა.
აგროვებენ მუხის ქერქს აპრილიდან ივნისამდე, როდესაც უჯრედის წვენი ინტენსიურად მოძრაობს. გლუვი ქერქის მოსახსნელად წვრილ ღერებზე დანით აკეთებენ ღრმა წრიულ ნაჭდევს ერთმანეთისგან 30 სმ დაშორებით. შემდეგ მათ აერთებენ ღრმა გრძივი ნაჭდევებით, შემდეგ აცლიან ქერქს ღარაკის ან მილის სახით. ნედლეულს, თხელ ფენად გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე. აშრობენ ფარდულებში, ან სხვენებზე, რომლებიც კარგნად ნიავდება. ამასთან, ყოველდღიურად აბრუნებენ. გამშრალი ქერქი ხმაურით უნდა ტყდებოდეს. ინახავენ მშრალ ადგილებში ხუთი წლის განმავლობაში.
მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, გინვინიტების, ფარინგიტების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში (1:10). ამისათვის 20 გრამი (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ეს ნახარში გამოიყენება ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად 6–8–ჯერ დღეში. ასეთივე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭ–ნაწლავიდან სისხლის დენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ 1/2 ჭიქა 3–ჯერ დღეში ჭამის წინ.
ზოგჯერ ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 6 საათის განმავლობაში, მიიღებენ 1/2 ჭიქას 3–4–ჯერ დღეში, ჭამის წინ.
მთის ღანძილი კოლიტს კურნავს
ღანძილი ტიპიური მთის მცენარეა. გვხვდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ტყისპირებში. მდიდარია ფიტონციდებით და სწრაფად სპობს ბევრ მავნე ბაქტერიას.
ჩვენი ხალხი უხსოვარი დროიდან იყენებს სამწნილედ, ახლადდაკრეფილს მოუხარშავადაც ჭამენ. მძაფრი სპეციფიური სუნის გამო საქონელი უხალისოდ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ძოვს ხოლმე. ღანძილის ძოვის შემთხვევაში საქონლის ხორცი არასასიამოვნო გემოს იძენს, რძე მოყვითალო–წითლად იღებება და უსიამოვნო სუნითა და გემოთი ხასიათდება.
მთის ღანძილი ნედლი დამარილებული და დამწნილებული გამოიყენება სურავანდისა და ათეროსკლეროზის დროს, გააჩნია ჭიის დამდენი თვისება და ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს.
ღანძილი ძლიერი ბაქტერიციდული და ბაქტეროსტატიკური მოქმედების გამო ტრიქომონდარული კოლიტების სამკურნალოდ გამოიყენება. ბოლო დროს კი ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მისი პრეპარატების ვენაში შეყვანით სისხლის წნევა დაბლა იწევს.
როგორ უნდა იკვებოთ გულის დაავადებების დროს
რძის კრემი
2 ჩაის ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 60 გრამი შაქარი, 10–15 გრამი ჟელატინი, ვანილი.
ჟელატინს ცივი წყალი დავასხათ და გავაჩეროთ გაფუებამდე. რძე ავადუღოთ და გავაციოთ. თბილი რძე შევურიოთ კვერცხს, შაქარს და ვანილს, დავამატოთ გაფუებული ჟელატინი, ავურიოთ და დავდგათ სუსტ ცეცხლზე, მუდმივად ვურიოთ, გავაცხელოთ, ადუღებამდე არ მივიყვანოთ. როდესაც ჟელატინი მთლიანად გადნება, მიღებული ნარევი ჩავასხათ ფორმაში და გავაციოთ.
ხაჭოს პასტა
250 გრამი ხაჭო, 50 გრამი გარჩეული ნიგოზი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 0,5 ჩაის ჭიქა რძე.
ხაჭო საცერში გატარდეს, თაფლი თბილ რძეში გაიხსნას, ნარევი გაგრილდეს. ნიგოზი შეშრეს აერღუმელში, დაინაყოს ფხვნილად. პროდუქტები გადავურიოთ და ავთქვიფოთ.
ლიმონთან და თაფლთან შემწვარი ვაშლები 2 მომჟავო ვაშლი, ლიმონის ორი წილაკი, 2 ჩაის კოვზი თაფლი.
ვაშლი გაირეცხოს, გაიწმინდოს, მოსცილდეს გული ისე, რმო დარჩეს ქვემოთ ძირი. წარმოქმნილ ჩაღრმავებაში ჩაიდოს ლიმონის წილაკი და ჩაისხას თაფლი, ვაშლები ტაფაზე დალაგდეს, მოთავსდეს გაცხელებულ აერღუმელში და შეიწვას. კანი უნდა გაწითლდეს, ხოლო ვაშლი დარბილდეს.
ბრინჯის პუდინგი ქიშმიშით
150 გრამი ბრინჯი, 2 ჩაის ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი ქიშმიში, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 0,5 სუფრის კოვზი მცენარეული ცხიმი, მარილი.
ბრინჯი გაირჩეს, გაირეცხოს და მოიხარშოს მცირეოდენ მარილმიმატებულ წყალში ისე, რომ გამოვიდეს ბლანტი ფაფა. ქიშმიში გაირეცხოს, დაიფქვას და მოთავსდეს ფაფაში, ჩაემატოს მცენარეული ზეთი და აირიოს ერთმანეთში. ტაფას ცხიმი წაესვას. მოთავსდეს ბრინჯი ქიშმიშით და შეიწვას აერღუმელში. მიირთვით არაჟანთან ერთად.
ბოსტნეულის რაგუ
ერთი ულუფის მასალა: 100 გრამი კარტოფილი, 100 გრამი სტაფილო, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 20 გრამი მწვანე ბარდა, 20 გრამი ხახვი, 20 გრამი პამიდორი, 0,5 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, 0,5 ჩაის ჭიქა რძე, მცენარეული ცხიმი, მწვანილი, მარილი.
მომზადების წესი: კარტოფილი გაიფცქვნას, გაირეცხოს, ჩხირებად დაიჭრას და შეიწვას მცენარეულ ცხიმში. სტაფილო გაირეცხოს, გაიფხიკოს, ჩხირებად დაიჭრას ან მსხვილ სახეხზე გაიხეხოს და შეიწვას. ყვავილოვანი კომბოსტო დაიშალოს ყვავილებად და მოიხარშოს მარილიან წყალში მწვანე ბარდასთან ერთად. ნახარში ცალკე ჭურჭელში ჩაისხას. ხახვი წვრილად დაიკეპოს და ცხიმში მოიშუშოს. პამიდორი გაირეცხოს, რგოლებად დაიჭრას და შეიწვას. ყველა ბოსტნეული ქვაბში მოთავსდეს, დაემატოს 0,25 ჩაის ჭიქა რძე, ამდენივე ბოსტნეულის ნახარში და 15 წუთის განმავლობაში ითუშოს ნელ ცეცხლზე.
საწებელი: ტაფაზე ფქვილი ცოტათი შეშრეს, დაესხას დარჩენილი რძე და ცოტა ნახარში, აირიოს და ცეცხლზე იდგეს გასქელებამდე. მზა საწებელი დაესხას ბოსტნეულს.
რძის საწებელში შემწვარი ვირთევზა
250 ვირთევზა, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1,5 ჭიქა რძე, მარილი.
ვირთევზას ფილე დაიჭრას ნაჭრებად, მოიხარშოს 3 წუთის განმავლობაში. ფქვილი ცხიმში მოიშუშოს, დაესხას რძე და კარგად მოირიოს, გავაჩეროთ ცეცხლზე, მუდმივად ვურიოთ საწებელას მომზადებამდე.
თევზი ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ საწებელი, შევდგათ აერღუმელში.
პერგამენტის ქაღალდში შემწვარი თევზი
600 გრამი უცხიმო თევზი, 1 ხახვი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 20 გრამი კარაქი, მარილი.
თევზი გასუფთავდეს, გამოიშიგნოს, გაირეცხოს, დაიჭრას ნაჭრებად. მოთავსდეს კერამიკულ ან ემალირებულ ჭურჭელში. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი. ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი. ყველაფერს მცენარეული ზეთი მოვასხათ 1–2 საათი სიცივეში გავაჩეროთ. პერგამენტი ისეთი ზომის ნაჭრებად დავჭრათ, რომ ყოველ მათგანში შეიძლებოდეს თევზის ნაჭრის შეხვევა. ქაღალდს კარაქი წავუსვათ. თევზის ნაჭრები პერგამენტში შევახვიოთ, დავაწყოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, შევდგათ აერღუმელში და შევწვათ.
ლუდიც წამალია
ლუდის მოყვარულებს კი სურდოს საწინააღმდეგო ასეთ რეცეპტს ვთავაზობთ: ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ვირისტერფას ფოთლები ჩაის მსგავსად მოადუეთ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ლუდი. თბილი ნაყენი სვით დღეში 3–ჯერ თითო სუფრის კოვზი.
შეგიძლიათ ლუდის კომპრესებიც გაიკეთოთ:
– 1 ჭიქა ლუდი 30 გრადუსამდე გააცხელეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ურიეთ, სანამ თაფლი მთლიანად არ გაიხსნება. დოლბანდი ამ ხსნარში დაასველეთ და ყელი შეიხვიეთ.
რა დანიშნულება აქვს ვიტამინებს
კალიუმი (ლ)
კალიუმი დიდ როლს ასრულებს უჯრედშიდა ცვლის პროცესში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ბუფერული სისტემის წარმოქმნას. კალიუმისა და ნატრიუმის ცვლაში ერთგვარი ფიზიოლოგიური ანტაგონიზმი აღინიშნება. ორგანიზმში ნატრიუმის რაოდენობის ზრდა იწვევს კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითებას და მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ამ მიკროელემენტების (ლბ ტფ) ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა უცვლელად შეინარჩუნონ სისხლში და ქსოვილებში მარილების რაოდენობა და კოსმოსური წნევა, რომელზედაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სისხლისა და ქსოვილებში საჭირო სითხის რაოდენობის შენარჩუნება. რაც უფრო მაღალია ქსოვილში მარილის კონცენტრაცია, მით უფრო მეტი წყლის რაოდენობაა საჭირო კოსმოსური წნევის მუდმივ დონეზე შესანარჩუნებლად.
ორგანიზმში კალიუმის გაზრდილი რაოდენობით შეყვანას თან სდევს წყლის გამოდევნა. კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველი დიეტა ეფექტური საშუალებაა დიურეზის გაძლიერებისათვის. კალიუმის ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის სისუსტეს, აპათიას, ჩონჩხის კუნთების სპაზმებს, გულის მუშაობის დარღვევას, ტახიკარდიას, პარეზებს და სხვა.
კალიუმის ძირითადი წყაროა მცენარეული პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრია იგი კარტოფილში. 500 გრამი კარტოფილი თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას კალიუმზე, რაც 2–3 გრამს შეადგენს.


კანის დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ეგზემა

კანის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ეგზემა. ეგზემა კანის ზედაპირული ანთებითი პროცესია. გამოიხატება სიწითლით, ბუშტების, ქერქისა და ქერცლის წარმოქმნით. თან ახლავს წვა, ქავილი, ზოგჯერ ტკივილი. იგი ხშირად ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლით, ქრონიკული ინფექციების (ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვ.) არსებობით ორგანიზმში.
– კომბოსტოს ფოთოლს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ. 2–3 დღის შემდეგ იხსნიან და ახალ ფოთოლს იდებენ. იმეორებენ რამდენჯერმე.
– რძეში ხარშავენ კომბოსტოს ფოთოლს, ურევენ ქატოში და იდებენ დაზიანებულ ადგილზე. იმაგრებენ სახვევით.
– კომბოსტოს ატარებენ ხორცსაკეპში და ურევენ კვერცხის ცილას. იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით.
– კარტოფილს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ დაზიანებულ ადგილზე.
– კარტოფილს რეცხავენ, ფცქვნიან, ხეხავენ წვრილ სახეხზე და წურავენ. წვენში ასველებენ 1 სმ სისქეზე დაკეცილ მარლას და იდებენ ეგზემიან ადგილზე. 2 საათის შემდეგ ცვლიან ახლით.
– კარტოფილს ხეხავენ, უმატებენ თაფლს (1/2 ჭიქა ფაფაზე 1 ჩაის კოვზი თაფლი) და ურევენ. ამ ნარევს უსვამენ მარლის სქელ ფენაზე და ადებენ დაზიანებულ ადგილზე. საფენს ცვლიან ყოველ 2 საათში ერთხელ დღის განმავლობაში. ღამე იდებენ დინდგელის მალამოს, დღისით ისევ კარტოფილსა და თაფლის ნარევს.
ფსორიაზი
ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა, დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციური კერები (ტონზილიტი, ჰაიმორიტი).
ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შეიძლება შთამომავლობითაც გადაეცეს.
დაავადება იწყება კანზე მოვარდისფერო ან მოწითალო კვანძების გაჩენით, რომლებიც იფარება მოვერცხლისფერო–თეთრი ქერცლებით. გამონაყარი თანდათან ფართოვდება, ერთიანდება და იქმნება მსხვილი კერა.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანს ურჩევენ რძისა და მცენარეული საკვების მიღებას, უზღუდავენ ცხოველურ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სასურველია მზის აბაზანების მიღება (მაგრამ არა – დაავადების გამწვევების პერიოდში), ზღვაში ბანაობა, საოჯახო პირობებში კი თბილი საპნის აბაზანები.
ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს ფსორიაზთან საბრძოლველად.
შინაგანად მისაღებად
– ნივრის ცოცხალი წვენისა და ფაფის მიღება (თაფლით) ფსორიაზის სამკურნალოდ უძველესი და ეფექტური საშუალებაა.
– 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს, წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.
– ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი, გამოიყენება ქაცვის ზეთი. იღებენ დღეში 2 მილილიტრს.
– იღებენ 60 გრამ ჭინჭრის ყვავილს და ფოთოლს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. იღებენ დღეში 3–ჯერ 100 მილილიტრს. ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება ქრება.
– 10 გრამ ორკბილას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დგამენ 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში. აცივებენ 10 წუთით, წურავენ, უმატებენ მდუღარე წყალს 200 მლ–მდე შესავსებად. იღებენ 2–3 სუფრის კოვზს დღეში 3–ჯერ.
გარეგანი საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ
– ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ მოცვის ნაყოფის ნახარშის საფენებს. დაზიანებულ ადგილზე იფენენ დილა–საღამოს.
– ქრისტესისხლას წითელი წვენის წასმა ფსორიაზით დაზიანებულ კერებში აშორებს ქერცლებს და კურნავს დაავადებას.
– ხარშავენ ფარსმანდუკს, ასხამენ აბაზანის თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანებს.
– არყის ხის კვირტების 10–30%–იანი მალამო საუკეთესო საშუალებაა ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ.
– ორკბილა (ბალახი) 15 გრამი, კოთხუჯი (ფესვები) 15 გრამი, დიდგულას ყვავილები 10 გრამი, სიმინდის ულვაში 15 გრამი, კრაზანა 15 გრამი, წითელი მოცვის ფოთლები – 10 გრამი, ქრისტესისხლა 5 გრამი, მინდვრის შვიტა 10 გრამი, კულმუხო (ფესვები) – 10 გრამი.
ყველა შემავალი კომპონენტი დაჭერით წვრილად. 1 სუფრის კოვზ ბალახეულზე აიღეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და შეფუთეთ. 2 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ დილით და საღამოს 1/2 სუფრის კოვზი საჭმლის შემდეგ.
– მიიღეთ წიწვოვანი აბაზანები ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 20 წუთით.
წიწვოვანი ექსტრაქტი ასე დაამზადეთ – 100 გრამი ნაძვის წიწვები ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 10 წუთი, დააყენეთ 3 საათი და მიღებული ნაყენი ჩაასხით სავსე აბაზანაში.
წითელი ქარი
წითელი ქარი – კანის მწვავე ანთებითი დაავადება. გამომწვევია სტრეპტოკოკი, რომელიც ხვდება კანში დაზიანებული ადგილიდან. დაავადება იწყება უეცრად. იწვევს ტემპერატურას, დამახასიათებელია თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. დაზიანებულ კანზე ჩნდება სიწითლე, რომელიც ხელის შეხებით მტკივნეული და ცხელია.
წითელი ქარი ხშირად ჩნდება სახესა და ქვედა კიდურებზე.
– ავადმყოფ ადგილზე იყრიან ჭვავის ფქვილს, ზემოდან აფარებენ ცისფერ ქაღალდს და იხვევენ. იცვლიან ყოველდღე. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს დილით ადრე, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე.
– ბამბას ასველებენ ქაფურის ზეთში და იდებენ გაწითლებულ ადგილზე. შემდეგ იხვევენ. პროცედურას ატარებენ დღეში ორჯერ.
– დინდგელის მალამოს წასმა კურნავს წითელ ქარს 3–4 დღეში.
– კარტოფილის ფქვილს იყრიან გაწითლებულ უბანზე და ზემოდან აფენენ საფენს.
– დაზიანებულ ადგილზე ისვამენ ღორის ქონს ყოველ 2 საათში.
– დაზიანებულ ადგილზე იდებენ მრავალძარღვას ფოთოლს (უმჯობესია ახალდაკრეფილი).
– ვირისტერფას ახალ ფოთლებს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და იხვევენ.
– აიღეთ დედოფლისთითა, სამფერი ია და ორკბილა, თითოეული 10–10 გრამის ოდენობით 1 ლიტრ წყალზე. ადუღეთ 20–25 წუთის განმავლობაში. 1 ლიტრი ნახარში ერთი დღე–ღამის დოზაა.
გარეგან სახმარად კი გამოიყენეთ შემდეგი საშუალება – დედოფლისთითას ნედლ, აყვავებულ ბალახიდან გამოწურულ 250 გრამ წვენს 250 გრამ 90%–იან სპირტს ასხამენ. დგამენ 10 დღის განმავლობაში. ისვამენ დაზიანებულ ადგილზე.
– აიღეთ 50 გრამი ნატურალური თაფლი, 50 გრამი ზეითუნის ზეთი, 20 დაფხვნილი აბი სტრეპტოციდი, ერთმანეთში აურიეთ, წამოადუღეთ, გააცივეთ და ფეხზე წაისვით დღეში სამჯერ. რამდენიმე დღეში დაავადება გაივლის.


კიბოს საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები

0,5 კგ. სტაფილო დაჭერით ნაკრებად და მოთუშეთ 20 გრამ მცენარეულ ზეთში ან მარგარინში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დაუმატეთ მარილი და, თუ საჭიროა, რამდენიმე კოვზი წყალი ან ბულიონი. სტაფილო შეაზავეთ გალღობილი კარაქით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ეს კერძი შეიძლება გაამრავალფეროვნოთ სტაფილოზე სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით. მაგალითად, სტაფილო და კომბოსტო–მხალი; სტაფილო და მუხუდო; სტაფილო, კომბოსტო–მხალი და მუხუდო; სტაფილო, მუხუდო და სატაცური; სტაფილო და პარკოვანი ლობიო; სტაფილო და ძირიანი ოხრახუში.
სტაფილო ან ბოსტნეულის ნარევი ომლეტში
გამოაცხვეთ ორი ომლეტი, რომელშიც შეახვიეთ მოთუშული სტაფილო ან ბოსტნეულის ნარევი. ბოსტნეულს უხვად მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეიძლება მიიტანოთ კარტოფილთან ერთად, მოუხდება საწებელიც.
სტაფილო არაჟანთან ერთად
600 გრამი სტაფილო დაჭერით ნაჭრებად და თუშეთ 30 გრამ მცენარეულ ზეთში ან მარგარინში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დაუმატეთ მარილი და, თუ საჭიროა, რამდენიმე კოვზი წყალი ან ბულიონი. შემდეგ მოაყარეთ ბოსტნეულს ოდნავ მოხალული ფქვილი, დაუმატეთ შესქელებისთვის ცოტა რძე ან ნაღები, უხვად მოაყარეთ ოხრახუში.
სტაფილოს ბურთულები
წვრილ სახეხზე გახეხილ 300 გრამ სტაფილოს დაუმატეთ 300 გრამი მოხარშული, გახეხილი კარტოფილი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მაგალითად, ოხრახუში და კამა, 50 გრამი მანის ბურღული, 15 გრამი სოიო, ცოტა მარილი. ეს ყველაფერი გულმოდგინედ აურიეთ. მომზადებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ ორცხობილას ფხვნილში და შეწვით მარგარინში ოქროსფერის მიღებამდე.
სტაფილოს ტკბილი სუფლე (სუფრაზე მიიტანეთ ცხელი სახით)
400 გრამი მთელ–მთელი სტაფილოები ნახევრად ჩათუთქეთ მცირე რაოდენობის წყალში, გახეხეთ წვრილ სახეხზე. 2 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ 50 გრამ შაქართან ერთად, დაუმატეთ 1 ფორთოხლისა და 1/2 ლიმონის წვენი, ცოტა ფორთოხლის ცედრა, ფრთხილად შეურიეთ კარგად გათქვეფილი ცილა, გადაიტანეთ ეს მასა ფორმაში და გამოაცხვეთ ზომიერ ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ ყველაფერი ისე, როგორც წინა რეცეპტშია, მაგრამ ფორთოხლის წვენის მაგიერ დაუმატეთ ლიმონის წვენი, ქიშმიში და დანაყილი ნიგოზი.
ჩათუთქული სტაფილოს სალათი
სტაფილო გულმოდგინედ გარეცხეთ, ჩათუთქეთ, გააცალეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად და შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ცოტა მარილი და მწვანილი (მწვანე ხახვი, ქონდარი, ტარხუნა), შეაზავეთ მაიონეზით.
კიბოს უჯრედების ზრდის შემაჩერებელი მცენარეები
ქრისტესისხლა. ნედლი მცენარე გაატარეთ ხორცსაკეპში და გამოწურეთ წვენი. დააკონსერვეთ იგი არაყით 1:1 და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. სვით თითო ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში, დააყოლეთ არყის ჭიქით წყალი.
ნაცარქათამას ფესვი (გადახრილი პეონი, იორდასალამი). დააქუცმაცეთ 100 გრამი ფესვი და დაასხით 1 ლიტრი არაყი ან 75%–იანი სპირტი. სვით 0,5–1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში, დააყოლეთ არყის ჭიქით წყალი.
თეთრი ფითრი. ნედლი მცენარე დააქუცმაცეთ, გაავსეთ ლიტრიანი ქილის 1/3 ქილა შეავსეთ არყის ბოლომდე. დააყენეთ 30 დღე, შემდეგ გაწურეთ და დარჩენილი მცენარე გამოწურეთ. სვით თითო ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში, მიაყოლეთ წყალი.
ამ ბალახების ნაყენები მონაცვლეობით მიიღეთ ყოველ ერთ–ორ კვირაში ერთხელ. სასურველია, ერთ–ერთი წყლიანი ნაყენი ან წვენი მიიღოთ საღამოთი, ვახშმის წინ. მკურნალობის კურსია არა უმეტეს სამი თვისა. დაავადების ლიკვიდაციის შემდეგ სასურველია, სვათ ერთ–ერთი ნაყენი ერთხელ დღეში, ან რამდენიმე მცენარის ჩაი, გემოვნების მიხედვით.
კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაა ზეითუნის ზეთი. პროფილაქტიკისთვის ორ–ორი სუფრის კოვზი დღე–ღამეში.
სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას იჩენს კიტრის მწარე ჯიშების გამოყენება, ასევე ტყის თხილისგან დამზადებული საცხის გარეგანი ხმარებაც.
ჩვეულებრივი ბრტყელეკალა. 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ბალახი ხარშეთ 5–7 წუთი 0,5 ლიტრ წყალში, გააცივეთ და გაწურეთ. სვით დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით.
ბრტყელეკალას 3 დაფხვნილ ყვავილს დაასხით 0,4 ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. სვით ნახევარ–ნახევარი ჭიქა 4–ჯერ დღეში. 25–30 დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივი ბრტყელეკალას ნედლი ფოთლების წვენს სვამენ თითო ჩაის კოვზს 3–ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში.
კაროტინული დიეტა. მის შემადგენლობაში შედის ხახვი, სტაფილო, ნიორი, ბულგარული წიწაკა, მჟაუნა, ასკილი, ღოლო, ისპანახი, ოხრახუში და სხვ. სტაფილო უმჯობესია მოთუთქული ან მოხარშული, ნებისმიერ ცხიმთან ერთად.
პროპოლისი კიბოს წინააღმდეგ
სახალხო მედიცინა პროპოლისს ურჩევს ავთვისებიან სიმსივნეთა შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ქიმიო და სხივური თერაპია წარმოადგენს ძლიერ სამკურნალო საშუალებებს, მაგრამ იგი დამღუპველად მოქმედებს არამარტო ავთვისებიან უჯრედებზე, არამედ სრულიად ჯანმრთელებზეც, პროპოლისი კი დამღუპველ მოქმედებას იჩენს მხოლოდ კიბოს უჯრედების მიმართ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ონკოლოგიური ავადმყოფების მიერ პროპოლისის შემცველი პრეპარატების მიღებისას ხშირად მნიშვნელოვნად უმჯობესდება მათი საერთო მდგომარეობა, ძილი, შრომისუნარიანობა, საჭმლის მომნელებელ ორგანოთა მუშაობა, იმატებს მადა, ხანგრძლივდება სიცოცხლე. რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პროპოლისი არამარტო დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ახდენს ორგანიზმის მობილიზებას საშიში დაავადებებისადმი საბრძოლველად, არამედ არჩევითად მოქმედებს კიბოს უჯრედებზეც და ანადგურებს მათ.
მოგაწოდებთ ავთვისებიან დაავადებათა პროპოლისით მკურნალობის სქემას. ავადმყოფებმა ეს მკურნალობა უნდა შეათანხმონ მკურნალ ექიმთან და ახსოვდეთ, რომ დროულად ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია თუ სხივური თერაპია წარმოადგენს ყველაზე საიმედო საშუალებას.


ნერვული დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ნევრასთენია

ნევრასთენია ნევროზის ერთ–ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ.
– 1 ჩაის კოვზ ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წუთი. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ.
– 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 6–8 საათი. წურავენ.
მიღება: თითო სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში. ბავშვებს ჩაის კოვზით.
შავბალახა
1–2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაციებამდე. წურავენ. იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–5–ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.
წითელი კუნელი
1 სუფრის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 საათი (ჰაერღუმელში ან თერმოსში). იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–ჯერ დღეში ჭამის წინ.
იღებენ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ თერმოსში 2 საათი. წურავენ. იღებენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბარამბო
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. წურავენ გაციებულს. იღებენ 1 დღის განმავლობაში.
კაკალი, ქიშმიში, ყველი
ტიბეტური მედიცინის რჩევით იღებენ ყოველდღიურად ერთ მიღებაზე 30 გრამ კაკალს, 20 გრამ ქიშმიშს და 20 გრამ ყველს. ეს საშუალება ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს გულის კუნთსა და ნერვულ სისტემას.
თაფლი
1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ძილის წინ მოქმედებს, როგორც საძილე საშუალება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
– 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. 1 დღე–ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. ბავშვებს 1/8–1/4 ჭიქას აძლევენ ერთ მიღებაზე.
გაფრთხილება: უნდა გვახსოდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტი.
ორ სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, მიღებული ნაყენი ერთი დღის დოზაა.
ნერვიტი
– 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააციეთ და მიიღეთ სამჯერ დღეში 100 გრამის ოდენობით.
ნევროზი
– კაპარის დაქუცმაცებულ და გამხმარ ფესვებს ადუღებულ წყალს ასხამენ (20 გრამი ფესვები 200 გრამ წყალზე), თავზე მჭიდროდ ახურავენ და დგამენ ოთახის ტემპერატურაზე მის გაგრილებამდე. შემდეგ გადაწურავენ და მიიღებენ დღეში 3–ჯერ 50 გრამის ოდენობით.
– კატაბალახას ფესვებს შეფარდებით 1:5, დაასხით 70%–იანი არაყი ან სპირტი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სითხე გაწურეთ ნარჩენებთან ერთად. მიიღეთ დღეში სამჯერ 15–20 წვეთი.
არყის ახალ ფოთლებს წვრილად აქუცმაცებენ, რეცხავენ ანადუღარი ცივი წყლით. ამ წყალს ღვრიან, შემდეგ 40–50 გრადუს ტემპერატურის ანადუღარ წყალს ასხამენ და სამნახევარი საათის განმავლობაში დგამენ, წყალს გადაასხამენ, დაქუცმაცებულ ფოთლებს წურავენ. ამის შემდეგ ნაყენს დადგამენ 6 საათის განმავლობაში, ნალექს მოაცილებენ. მოხმარებისთვის გამზადებულ ნაყენს ინტენსიური მწვანე მოყვითალო ფერი აქვს, ოდნავ მწარე გემოთი.
მიიღეთ: 50–100 გრამი, ზოგჯერ 200 მლ დღეში 2–3–ჯერ ჭამამდე.
– ნევროზის მსუბუქი ფორმების დროს დალიეთ მაყვლის ძირების ნაყენი, თავშავას ჩაი, ჭინჭრის ნაყენი, ჭინჭრის თავების ნაყენი.
– ხელის მუჭში ჩაიყარეთ 3–4 ცალი კაკალი და ნელ–ნელა ატრიალეთ თითების დახმარებით. ამგვარი თერაპია უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. დადგენილია, რომ ხელის მტევნების მუშაობა ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს იწვევს და ტვინის ცენტრებში გადაღლილობის განვითარებას დროებით აჩერებს, ვინაიდან თითების ბოლოებში არსებული ურიცხვი ნერვული დაბოლოებები უშუალოდ თავთან არის დაკავშირებული. ამგვარი მანიპულაციის შედეგად ხელებში აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
– აიღეთ 10 გრამი (1–1,5 სუფრის კოვზი) კატაბალახას ფესვები და ფესურები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე–ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.
– სვით ნაყოფების ერთ წონით ნაწილზე იღებენ ოთხ წონით ნაწილ 70%–იან სპირტს. მიღებულ ნაყენს დღეში ორჯერ, სადილობისა და ძილის წინ ერთ ნატეხ შაქარზე ან ჩაის კოვზ წყალში განზავებით 5–7 წვეთ ნაყენს იღებენ.
– 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული სვიის გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ–მდე) მიიღეთ 1/2 ჭიქა 4 ჭიქა 3–4–ჯერ დღეში ჭამის წინ.
გაფრთხილება: არ დაგავიწყდეთ, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამდე შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.
– სვიის ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისათვის 1–2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12–14 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით, ძილის წინ.
აგრეთვე რეკომენდებულია სვიის გირჩებით ავსებული ბალიშების ხმარებაც.
– დაამზადეთ შემდეგი ნარევის ჩაი: სურნელოვანი ჩიტისთვალა – 20 გრამი, მაყვლის ფოთლები – 25 გრამი, ურცი – 10 გრამი, შავბალახა – 20 გრამი, ბერულა – 15 გრამი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის 30 გრამს დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3–ჯერ 100 გრამის ოდენობით.
– მაყვლის ნედლი ნაყოფებისგან დაამზადეთ ჩაი და სვით ჩაის მაგიერ.
დეპრესია
– 1 სუფრის კოვზ გვრილისებური ასტრიის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ, გაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ ააქტიურებს და ამაგრებს ნერვულ სისტემას.
– დეპრესიის მიზეზად ხშირად გვევლინება ორგანიზმში რძის მჟავის უკმარისობა. ყველაზე ხშირად ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს და ძალიან ცოტა რძის პროდუქტებს. მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ სამთვიან მკურნალობის კურსს პურის ბურახითა და მჟავე კომბოსტოს წვენით.
– ვარჯიში 1. გადააჯაჭვეთ ხელები, გადაიტანეთ ხელები თავს უკან, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები განზე. გააკეთეთ ამოსუნთქვა, მოღუნეთ ფეხები, შეაყოვნეთ ამ მდგომარეობაში ხუთი წამი. ახლა ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, ჩაისუნთქეთ. გააკეთე ეს ვარჯიში დილა–საღამოს მინიმუმ 10–ჯერ.
ვარჯიში 2. დამჯდარ მდგომარეობაში მოხვიეთ ხელები მუხლებს და რაც შეიძლება მჭიდროდ მიეკარით მათ (2 წუთი).
ვარჯიში 3. დაწექით ზურგზე, დაიდეთ წელის ქვემოთ კაკალი ან პატარა ბურთი, რომლებიც მნიშვნელოვნად აღიზიანებენ წერტილს, რომელიც წელზე მდებარეობს. ვარჯიში რამდენიმე წუთში მხნეობას და ძალას მოგმატებთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში ძილის წინ 10 წუთით ადრე.


ძილობის  მკურნალობა  ხალხური  მედიცინის  რეცეპტებით
უძილობა  არის ძილის პროცესის დარღვევა ნერვული სისტემის აღგზნებადობის  მიზეზით. ამ დროს  ადამიანი  დროზე  ვერ იძინებს, ან იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე. ზოგჯერ  ძილი ხანგრძლივია, მაგრამ ზერელე. ასეთ დროს ხშირია სიზმრები, ხშირად ეს სენი აწუხებთ გონებრივი  შრომით  გადაღლილ  ადამიანებს.
უძილობის  მკურნალობა  ხალხური მედიცინის რეცეპტებით
თ ა ფ ლ ი    ვ ა შ ლ ი ს    ძ მ რ ი თ
3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.
შ ვ რ ი ა
1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის.
ი ვ ა ნ – ჩ ა ი
2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ  6 სთ. ღებულობენ  თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის  ტკივილის დროს.
ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს   ძ ი რ ე ბ ი
ვალერიანას დაქუცმაცებულ  ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე  წყლის  აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ  1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს  აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის  დროს  შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა  ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში.
ძ ი ლ ი ს   ბ ა ლ ი შ ი
ავსებენ  ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით  ან  სვიის გირჩებით, ამ მცენარეების  აქროლადი  ნივთიერებების გავლენით ძილის  პროცესი  უმჯობესდება.

About these ads

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: